x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გიორგი ნაზღაიძე: "ვეტოს უფლება გამოიყენეს და დამაბრუნეს პროექტში"
imageტელეკომპანია "იმედის" მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები" უკვე მეოთხე სეზონია აქტუალობას არ კარგავს. გადაცემა რეიტინგისა და მაყურებლების ნაკლებობას არასდროს უჩივის, მეტიც "ცეკვავენ ვარსკვლავები" მაია ასათიანის პოპულარულ გადაცემას "პროფილსაც" კი უგებს რეიტინგით. გასულ ოთხშაბათს პროექტის პირველი საკონკურსო ტური გახლდათ. გიორგი ნაზღაიძემ და ანასტასია გლუხოვამ პროექტი დატოვეს. "ამდენი დადებითი შეტყობინება, ზარი და შეფასება, არ მეგონა თუ ჩემს ცეკვას და ჩემი პროექტის დატოვებას მოჰყვებოდა. მადლობა ყველას"-წერდა ნაზღაიძე სოციალურ ქსელში.

სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ისე დაგწყდათ მონაწილეებს გული, რომ ვეტოს უფლება გამოიყენეს და დამაბრუნეს პროექტში. შემდეგი ჩემი ცეკვაა ტანგო. გაიცანით ჩემი ახალი მეწყვილე ქეთი".image

"ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერებსა და ჟიურის მართლაც აქვს უფლება მაყურებლის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. სიმართლეა თუ არა ნაზღაიძის განცხადება ჯერ უცნობია. ეს უკანასკნელი, ხომ სკანდალურ განცხადებებს ხშირად აკეთებს.

გიორგი ნაზღაიძე მოდელი და ტელე-რადიო წამყვანი გახლავთ. ის სკანდალებში ძალიან ხშირად ეხვევა. იგი განზრახ მკვლელობაშიც იყო ბრალდებული და ორწლიანი პირობითი სასჯელი რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. გიორგი ამტკიცებს, რომ სექსის სანაცვლოდ ფულიც აუღია.


საინტერესოა ვიხილავთ თუ არა გიორგი ნაზღაიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში". შესაძლოა ეს ყველაფერი მისი მორიგი უკბილო ხუმრობაა.

imageimageimage

0
791
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
791
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0