x
image
შაკო-დემე
შენს მოლოდინში

imageდეკემბრის სუსხიანი ღამე იყო. შენს სითბოს მიჩვეულს უშენობისგან მაკანკალებდა. ორი საბანი დავიფარე... მაინც ვერ გავთბი. უშენობას ძვლებში დაედო ბუდე და სული მეყინებოდა... უცბად ვიგრძენი გულზე შეხება, უიმედობა შემომძვრალიყო ლოგინში, მეხუტებოდა და ჩამჩურჩულებდა მე გაგათბობო. თუმცა მას რაღა უნდა გავეთბე თვითონაც ყინულივით ცივი იყო. მაინც ჩავეხუტე. ვთხოვე ყურებზე ხელი ამაფარე მეთქი და არ შემისრულა. ვიღაცა ჩამძახოდა, მიტოვებული ქალი ხარო და ხარხარებდა... ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგონე, რომელი ხარ მეთქი? -იმედი ვარო. ავდექი და სულ ოდნავ გამოვაღე ფანჯარა... ისევ ჩავწექი და ჩამთვლიმა... გამთენიისას ნაცნობმა სურნელმა გამაღვიძა და ჯერაც თვალგაუხელელს ყურთან თითქმის უხმო ჩურჩული მომესმა: -პრველ თოვლს გილოცავ ჩემო პატარა... ფანჯრისკენ გავიხედე, სითეთრე იყო ბევრი სითეთრე... ლამაზად ბარდნიდა. გულზე თავი დაგადე, ისევ ისე ფეთქავდა როგორც მაშინ, ისევ იმეორებდა ჩემი ხარო...image P.S ოცნებას საზღვრები არ აქვს. მე ისევ გელი და ვოცნებობ, რომ ყველაფერი მაპატიო, რომ დაბრუნდე....სასწაულები არ ხდება, მაგრამ ხომ შეიძლება დეკემბრის ერთ სუსხიან დილას გამეღვიძოს შენმა ჩურჩულმა: -თოვლი მოსულა...

4
54
6-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
54
  
2014, 4 მაისი, 10:29
აბა კიი ძაან :/
2014, 3 მაისი, 23:52
რომ ელოდები და არ მოდის :D ასწორებს
2014, 3 მაისი, 23:40
რა კაი? :D
2014, 3 მაისი, 17:27
:D კაია
0 1 4