x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ხატია სიჭინავა და თიკო სადუნიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
imageგადაცემა "პროფილს" და მის თემას ტრადიციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ქალიშვილობის ინსტიტუტზე დავამ კი სტუდიაშიც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

ხატია სიჭინავამ ტრადიციული ქართველი ქალის იმიჯი მოირგო და დასძინა, მე ორი გოგო მეზრდებაო. მის განცხადებას თიკო სადუნიშვილი გამოეხმაურა ლაკონური სტატუსით: "ჩვენი ხატია სამშობლო".

თავად ხატია კი საკმაოდ გახარებული და კმაყოფილი დარჩა საკუთარი განცხადებებით, თუმცა საზოგადოების კრიტიკაც გულზე ცუდათ მოხვდა. "მე არ ვიცი, ზოგიერთ გონებაშეზღუდულებს რა აღიზიანებთ ჩემში, მაგრამ მე მაინც ოჯახს და რელიგიას ამოვეფარები. თქვენთვის რაც არის ღირებული იმას ამოეფარეთ ძვირფასო "კეთილისმსურველებო", ფრთხილად, არ გადაგცდეთ საკუთარ ბოღმა"-წერდა სიჭინავა სოციალურ ქსელში. image

ხატიამ მამა ტარიელის წერილიც თამამად გამოფინა სოციალურ ქსელში. "დიდი მადლობა, გაიხაროს ქართველმა ქალმა ხატიამ"-წერდა მამა ტარიელი.


ხატია თიკოს სტატუსზე მონიშნეს, რასაც მისი მწვავე კომენტარი მოჰყვა. "დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ნუ მნიშნავთ თიკო სადუნიშვილის და მსგავსი ტიპების, ვითომ სარკაზმულ სტატუსებზე. ყველა თავისი ვარდისფერი ცხოვრებით ცხოვრობს და აუცილებელი არ არის ერთ კონტექსტში გვესმოდეს ოჯახი. მე და ვიღაცებს ერთნაირად რომ გვესმოდეს, ერთნაირი ოჯახიც გვექნებოდა. რაც როგორც ხედავთ, ძალიან აცდენილია უკვე რეალობას. მიყვარხართ ყველანი. წინასწარ დიდი მადლობა თხოვნის გათვალისწინებისთვის"-წერს ხატია სოციალურ ქსელში.image

სულ მალე ხატიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და გვამცნო, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და კრიტიკა არ ანაღვლებს. "ცხოვრება მშვენიერია, მერე რა რომ ირგვლივ ბოღმა, ბოროტება და დეგრადირებული ადამიანების ურწმუნოება ბობოქრობს. ესეც თავისებურად აბალანსებს სამყაროს. ჩვენ ვცადოთ მხოლოდ კარგი დავინახოთ"-წერს ხატია.

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები და გაგრძელდება თუ არა "ხატია სამშობლოსა" და "ვარდისფერი ცხოვრების მქონე" თიკო სადუნიშვილს შორის დაპირისპირება... imageimage
image




1
665
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
665
  
2014, 4 მაისი, 0:04
სადუნიშვილი საკამოდ შეზღუდული ყოფილა აზროვნებაში. ჩემთვისაც არ არის ყველას აზრი მისაღები მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ამის გამო ადამიანი მასხრად უნდა ავიგდო. არ იციან განსხვევებული აზრის პატივისცემა !
0 1 1