x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ზაფხულის მოდური ფერი ნარინჯისფერი
ზაფხულთან შეხვედრა კაშკაშა ფერებში დაგეგმეთ, რადგან სეზონის მოდური ფერი ნარინჯისფერ-ფორთოხლისფერი გახლავთ.

ეს ნათელი ფერი აგიმაღლებთ განწყობას და გააძლიერებს თქვენდამი ყურადღებას. გრილ ამინდში ამ ფერის სამოსი შეუხამეთ ჯინსებს და კლასიკურ შავს, ხოლო თბილ ამინდებში კი ვარდისფერს, ყვითელს ან თეთრს.


ცნობილმა ვიზაჟისტებმაც საზაფხულო ფერად ნარინჯისფერი აღიარეს, რომელსაც შეუხამებთ ასევე ფორთოხლისფერში გადაწყვეტილ სამოსს და აქსესუარებს.

image


ტანსაცმელი

ფორთოხლისფერი კაბა სეზონის გარდერობის აუცილებელი ნივთია.

ის ნებისმიერ სილუეტს უხდება-აირჩიეთ გემოვნების მიხედვით- კოქტეილის ტანზე მომდგარი ვარიანტი და გრძელი ტოგა ბერძნულ სტილში, ასევე კაბა-ხალათი, სექსუალური მინი და ელეგანტური კაბა-კომბინეზონი. კაბას შეუხამეთ კონტრასტული ფერის კოსტუმი

ან ნეიტრალური ფერის ჟაკეტი. შეგიძლიათ შეიმოსოთ თავიდან ბოლომდე ნარინჯისფერებში ან რაიმე დეტალით ხაზი გაუსვათ საზაფხულო განწყობას.

image

ფეხსაცმელი

ნარინჯისფერი ფეხსაცმელი წაუგებელი ვარიანტია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი ტენდენციის მორგება

და კომფორტულობის გრძნობის შენარჩუნებაც. გარდერობში გამოკვეთილ შტრიხს შეიტანს ფორთოხლისფერი მოკასინები, სანდლები, ესპანდრელები, ლაკის ნავისებური ფორმის ფეხსაცმელები და მოხერხებული "ბალეტკები"...ნარინჯისფერი ფეხსაცმელი ეფექტურად გამოიყურება მკაცრი სტილის ღია ფერის შარვალთან და კოსტუმთან, ასევე შავი ფერის კლასიკურ კაბასთან...

image


აქსესუარები

მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს 2014 წლის ზაფხულის სეზონის
მოდური იერსახის შექმნაში-მაგ. ტყავის ზურგჩანთ, ან ხელჩანთა-კონვერტი, მზის სათვალეები, სამკაულები...სანაპიროზე გამოდგება დიდი ზომის ჩანთები, რომელშიც საზღვაო აქსესუარებს ჩაატევთ.

image

კოსმეტიკა

წამყვანი ვიზაჟისტები ერთხმად აღიარებენ სტაფილოსფერ-ფორთოხლისფერ პომადას მაკიაჟის მოდურ ტენდენციად. ნარინჯისფერი პომადა შესანიშნავად ეხამება ნებისმიერი ელფერის თმას: ის შეიძლება თამამად მოიხდინონ როგორც ქერათმიანებმა, ასევე წითურებმა, მუქი-კულულების მქონე ქალბატონებმა.

მსუბუქი ნამზეურის ეფექტი, რომელსაც ბრონზერის ან ატმისფერი ფერ-უმარილის წასმის შედეგად მიიღებთ, არის ფორთოხლისფერი პომადის აუცილებელი "თანამგზავრი"
image








0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0