x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
გარდაიცვალა ცნობილი ქველმოქმედის და მუსიკოსის ქალიშვილი
imageბრიტანეთში გარდაიცვალა ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი პიჩეს გელდოფი(Peaches Geldof).მიზეზი ჰეროინის გადაჭარბებული დოზა გახდა. იუწყება The Times.აღსანიშნავია რომ ამავე მიზეზით 2000 წელს დაიღუპა პიჩესის დედა პოლა იეიტსი.



25 წლის მოდელის გვამი აღმოჩენილი იქნა 7 აპრილს საკუთარ ბინაში კენტის საგრაფოში.გვამის გაკვეთამ ექსპერტიზას არ მისცა იმის საშუალება, რომ დადგინათ გოგონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.ამასთანავე სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინა.თუმცა დამატებითმა ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.


პიჩესის კარიერა დაიწყო ჟურნალ "Elle"-ში, შემდეგ აქვეყნებდა სტატიებს ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორებიცაა "The Telegraph" და "The Guardian".ამასთანავე მუშაობდა ტელეწამყვანად ITV2-ში.image


















გოგონას ადრეც ჰქონდა ნარკოტიკებთან პრობლემები, 2008 წელს იგი ჰოსპიტალში მოათავსეს ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო.



პიჩესი გახლავთ ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსის, მსახიობის და აქტივისტი-ქველმოქმედის, ბრიტანეთის იმპერიის კავალერის-ბობ გელდოფის ქალიშვილი.მისი ორგანიზებულია ისეთი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტები როგორებიცაა Band Aid -1984წელი, -ეთიოპიაში შიმშილობის საწინააღმდეგო- Live Aid-1985 წელი, Live 8-2005 წელი, -მიმართული აფრიკაში შიმშილობის, სიღატაკის და შიდსის წინააღმდეგ.ამასთანავე ბევრს ეხსომება მის მიერ განსახიერებული დრამატული როლი ალან პარკერის 1982 წლის ცნობილ მუსიკალურ ფილმში "კედელი"( Pink-Floyd).image

0
71
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0