x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
როგორ გამოიყურება საყვარელი ვარსკვლავების სახლები, სადაც ისინი ცხოვრობენ.
დამეთანხმება ბევრი თქვენგანი, რომ ცნობილი ვარსკვლავების სახლების სტილის ინტერიერი დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებისთვის. ასევე საინტერესოა "ცერემონიული" დღეების შემდეგ- რაიმე დაჯილდოვება იქნება ეს თუ პრემიერა, სად ბრუნდებიან საყვარელი კუმირები. გამოიყურება თუ არა მათი საცხოვრებელი სახლები ისევე გრანდიოზულად, როგორადაც ხშირად თავად გამოიყურებიან. მოკლედ, ყველა ამ ზემო ხსენებულ კითხვაზე გვიპასუხებს სტატია, სადაც შემოგთავაზებთ ცნობილი ვარსკვლავების საცხოვრებელ სახლებს და თავად ნახავთ ვინ ცხოვრობს ზღაპრულად, ვინ მეფური ფუფუნებით და ვინ უბრალო და პრაქტიკულ საცხოვრებელს ანიჭებს მეტ უპირატესობას.


ვარსკვლავები და მათი საცხოვრებელი სახლები:


1. Britney Spears. ყველასათვის კარგად ნაცნობი მომღერლის სახლი 20 მილიონი $-ის ღირებულებისაა, რომლის ფართობი მოიცავს 2000 კვ-ს. ბინაში განთავსებულია 13 სველი წერტილი, 10 ინფრასტრუქტურული საძინებელი, ტენისის კორტები, ხელოვნური ჩანჩქერი ბაღში, საცურაო აუზი.


image





2. Cameron Diaz. მსახიობის სახლი მდებარეობს ბევერლი ჰილზში. ფართობი მოიცავს 12 000 კვ-ს. ოთახები ხასიათდება უმეტესად ღია ფერის ავეჯით, ბუხრითა და კედელზე ფერწერული ნამუშევარი სურათებით.

image




3. Megan Fox. მსახიობის სახლი მდებარეობს ლოს-ანჯელესში. მოიცავს 5 სველ წერტილს და 4 საძინებელს. ოთახები მოწყობილია ანტიკური და თანამედროვე ავეჯის კომბინაციით, ასევე მოიცავს ბუხარს, ფერწერულ ნამუშევრებს, ფორტეპიანოს. ოთახები გამოყოფილია თაღით.

image




4. Robert Pattinson. მსახიობის სახლი მდებარეობს ლოს-ანჯელესში. არანაირი განსაკუთრებულობით არ ხასიათდება, აქვს სადა და კომფორტული საცხოვრებელი, რომელიც მოიცავს დიდ ფანჯრებს და საძინებელში მინის კედელს.

image




5. Penelope Cruz. მსახიობს გააჩნია 3, 695 მილიონი $-ის ღირებულების სახლი. 3 სველი წერტილითა და 3 კეთილმოწყობილი საძინებლით. მზიანი მხარე, აუზით, სასადილო ტერასით, ასევე შადრევანით, 2005 წელს სახლი ესპანურ სტილში მოურთავს.


image

image




6. Sarah Jessica Parker. მსახიობის სახლი მდებარეობს Bridzhhempton-ში, სადაც შეხვდებით მრავალი დიზაინერის ნივთებსა და ეგვიპტურ ხელნაკეთ ჭაღს. სახლი ძირითადად ვიქტორიანულ სტილშია მოწყობილი, მსახიობს ბინის დიზაინის საკითხი მიუნდვია მეგობრისთვის- Eric Hughes.

image

image




7. Celine Dion. მომღერლის სახლი 20 მილიონი $-ის ღირებულებისაა და მდებარეობს ფლორიდაში. 9825 კვ-ს მოიცავს. სახლს გააჩნია 8 საძინებელი, საგორდერობო ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი, ტენისის კორტები, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ეზოში წყლის პარკი და ასევე სასადილო მაგიდა 30 პერსონაზე.

image

image




8. Reese Witherspoon. 6, 9 მილიონი $-ის ღირებულების სახლი მდებარეობს კალიფორნიაში. მოიცავს 5 საძინებელს და კეთილმოწყობილ ოთახებს. აქვს ასევე ავტოფარეხი, სადაც 4 ავტომობილი ეტევა. ეზოში არის აუზი და ასევე ცხენების სარბენი ველი. ეს არაჩვეულებრივი სახლი მსახიობმა მემკვიდრეობით მიიღო მსახიობ Harold Ramis-გან.

image

image




9. 50 cent. ცნობილი რეპერის სახლის ღირებულება 18, 5 მილიონი $-ია 2007 წლის მონაცემებით. მოიცავს 25 სველ წერტილსა და 21 საძინებელს, სატრენაჟორო დარბაზს, ღია და დახურულ ბასეინს, კინოთეატრს, საბილიარდო დარბაზს, საუნას. სახლის გარშემო კი არის 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

image

image




10. Jennifer Aniston. 846 კვ-ი ფართობის ბინა ცნობილი მსახიობისა და მოდელისა მდებარეობს ბევერლი ჰილზში. სრულ რომანტიულ გარემოს ქმნის ეზოში არსებული ბასეინი, ცეცხლის დასანთები ადგილი, სახურავზე განლაგებული ორი უდიდესი ბლოკი მზის პანელებით, რომლებიც სპეციალურად ღამის შეკრებებისთვის არის მოწყობილი. სასტუმრო ოთახი კი მოიცავს მაგიდას "გონგით", რომელიც სავახშმოდ 24 პერსონისთვისაა განკუთვნილი.


image

image





11. Kim Kardashian. 5 მილიონი $-ის ღირებულების სახლი კიმს აქვს ბევერლი ჰილზში. ბინა მოიცავს 4 სველ წერტილსა და 5 საძინებელ ოთახს. მედია-ზალას, კომპლექსით სამწვადე-საპიკნიკო შემადგენლობისთვის, აუზით, სპათი და ხელოვნური ჩანჩქერით. სახლს აკრავს მაღალი გალავანი სრული უსაფრთხოების მიზნით.

image

image


4
245
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
245
  
2014, 2 მაისი, 14:09
ვგიჟდები პატინსონზე
2014, 2 მაისი, 8:35
რა ენაღვლებათ...
2014, 2 მაისი, 0:09
ვაა
2014, 2 მაისი, 0:08
სელინ დიონის და ჯენიფერ ენისტონის სახლები ძალიან მომეწონა
0 1 4