x
image
ნანა სვანაძე
ევროვიზია 2014
image
ევროვიზია ეს ის მუსიკალური პროექტია, რომელიც ყოველწლიურად წლის სიმღერას ირჩევს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს.

ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს. ვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ამ პრესტიჟულ კონკურსს იგებს, შემდეგი წლის კონკურსის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.


2014წლის ევროვიზია 6მაისს დაიწყება, სწორედ ამ დღეს შედგება პირველი ნახევარფინალი.რიგით 59-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი კოპენჰაგენია. მე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ქვეყნის კონკურსანტი და მათი საკონკურსო სიმღერა.შეგახსენებთ რომ საქართველოს წელს მარიკო ებრალიძე და ჯგუფი "შინ" წარადგენენ სიმღერით - Three Minutes to Earth, ისინი 8მაისს გამართულ მეორე ნახევარფინალურ დღეს გამოვლენ მეოთხე ნომრად.წარმატებები ვუსურვოთ მართლაც ნიჭიერ და პროფესიონალ წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადავლენ: მასპინძელი ქვეყნის - დანიის და "დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.



ტყუპი დები რუსეთიდან– Tolmachevy Sisters - Shine


აზერბაიჯანი


სომხეთი


უკრაინა


ავსტრია


ბელარუსია


საბერძნეთი


იტალია


ისრაელი


საქართველო

1
27
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
27
  
2014, 1 მაისი, 20:16
კარგი სიმღერებია...ჩვენი სიმღერის დაწყება და ბოლო მომწონს
0 1 1