x
image
მარი1515
თამთა გოდუაძე- "სექსუალურობა ძალიან პირობითი აღქმაა, მაგალითად ჩემთვის სექსუალური ქალი ნიშნავს,დილით ადრე გაღვიძებულ,თმაგაწეწილ,უმაკიაჟო ქალს "

image


ცნობილი პოპვარსკვლავი და "იქს ფაქტორის" ულამაზესი ჟიურის წევრი, წარმოშობით ქართველი, თუმცა საბერძნეთში მოღვაწე თამთა გოდუაძე საუბრობს პირად ცხოვრებაზე

-თამთა, 14 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდით თბილისში, როგორია თქვენი ემოციები?რა გაოცებთ?

-თბილისი მაოცებს კარგადაც და ცუდადაც, სინათლე რომ გვაქვს და ცხელი წყალი რომ მოდის ესეც კი მაოცებს, მე ხომ იმ დროს დავტოვე აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თბილისში არ იყო, როგორც ჩანს, ძალიან ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში

-მოგიტაცეს?

-უფრო სწორად, გავიპარე.მანქანაში საკუთარი ფეხით, რომ ჩაჯდები, ამას მოტაცება აღარ ჰქვია.სხვათა შორის არასოდეს ვყოფილვარ განსაკუთრებით პრანჭია და შეყვარებულებიც არ მეხვივნენ გარს.ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შეცდომა.ეს ყველაფერი ჩემი გასავლელი გზა იყო.კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი წარმატება ჩემი რთული წარსულის გადალახვის შედეგია.

-საბერძნეთში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თქვენზე, ხშირად განიხილავენ თქვენს სექსუალურ და თამამ ჩაცმულობას, ვარცხნილობას.მოგწონთ ასეთი პოპულარობა?

-მირჩევნია, ჩაცმულობასა და ვარცხნოლობაზე ილაპარაკონ, ვიდრე პირად ცხოვრებაში იქექონ.ჩემთვის ყველაზე უცხო იმიჯი მაშინ მქონდა, როდესაც ტელეპროექტში ვმონაწილეობდი.რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ძალიან ქალური უნდა ვყოფილიყავი, ჩემი რეალური სტილი კი ასეთია-ბევრი ნაწნავი და საინტერესო სამოსი.

-რას ელოდებით იქს ფაქტორისგან?

-მინდა, ბოლომდე დავიჯერო, რომ ჩემი გადაწყვეტილება ძალიან კარგი იყო, როცა ამ პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, მინდა, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგია მივიღო

"ძალიან თხელი ვარ, ძვლებიჩ თხელი მაქვს, არ მაქვს დიდი მკერდი, ამიტომ ნებისმიერი სამოსი ჩემზე ლამაზად ზის და არა ვულგარულად"-ამბობს თამთა

პირადად ჩემთვის თამთა ძალიან კარგი ადამიანი და ულამაზესი ქალია! წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში, ძალიან მომწონს ასევე ისიც, რომ ქართულად გამართულად საუბრობს და არა "აქცენტით" ძალიან კარგი გოგონაა, ჩემთვის პოზიტიური და საყვარელი ადამიანია

2
442
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი1515
მარი1515
442
  
2014, 30 აპრილი, 13:04
მეც ავღნიშნე და აბსოლიტურად გეთანხმები:)
2014, 30 აპრილი, 0:31
მე ამ გოგოს არ ვიცნობ,მაგრამ ქართულად რომ გამართულად საუბრობს უკვე დიდად პატივსაცემი ადამიანია,ადამიანს თავისი ენა და სამშობლო უნდა უყვარდეს პირველ რიგში,თორემ რას ჩავიცმევთ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს
0 1 2