x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
2014 წლის მოდური საცურაო კოსტუმები
მიმდინარე სეზონზე საცურაო კოსტუმები მრავალფეროვნებით გვახარებს: სანაპიროს მოდის ყურადღების ცენტრშია როგორც "ბიკინი", ასევე დახურული მოდელები, ყვავილებიანი და მონოქრომული ვარიანტები, ტროპიკული ნახატებით გაფორმებული და ერთტონალობაში გადაწყვეტილი.


ტროპიკული ნახატები

პალმებით, მრავალფეროვანი ორქიდეებით და პეპლებით გაფორმებული მოდური საცურაო კოსტუმები და აქსესუარები ზღვისა და ოკეანის სურნელებას აფრქვევს. ტროპიკული პრინტი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება მინიატურულ "ბიკინებზე", რომლებიც გაწყობილია ლითონის რგოლებით. ასეთ საცურაო კოსტუმს აუცილებლად შეუხამეთ ჩალის შლიაპა.

image


Lise Charmel


image

H&M

image

Calzedonia


ყვავილები

ბოლო რამდენიმე წელია ყვავილები არ ჩამოდის პოდიუმიდან, რჩება რა წამყვანი დიზაინერების რჩეულ ნახატად. არც წლევანდელი სანაპიროს მოდა არის ამ მხრივ გამონაკლისი. ორქიდეებთან ერთად აქტუალურია მინდვრის ყვავილები, რომანტიკული ვარდები და კეკლუცი გვირილები. ყვავილებიანი "ბიკინები" შეგიძლიათ გააფორმოთ ბაფთებით, ლითონის რგოლებით, დახურულ საცურაო კოსტუმებს კი ალამაზებს დრაპირებები და მოდური ჭრილები.

image

Dolce&Gabbana, Asos, Etro


შავი&თეთრი

მინიმალიზმის მოყვარულებს დიზაინერები სთავაზობენ შავ-თეთრის მრავალგვარ შეხამებას, რომელიც იდეალურად უსვამს ხაზს გარუჯულ კანს, ამიტომ ასეთი შეფერილობის საცურაო კოსტუმები საზღვაო შვებულების შეუცვლელი თანამგზავრი გახდება. შავ-თეთრი ფერის კომბინაცია განსაკუთრებით უხდება რეტრო-სტილის გამოკვეთილი დეკოლტეს მქონე საცურაო კოსტუმებს.

image

Lise Charmel


image

Calzedonia


image

Maryan Mehlhorn


რეტრო-აქცენტი
საცურაო კოსტუმები რეტრო-სტილში თავის ადგილს
იკავებს სეზონის გარდერობში-შორტები, რომლებმაც ჩაანაცვლეს ბიკინი არანაკლებ მიმზიდველია, ხოლო დახურული დრაპირებული ზედა განიერი სარტყელები მომგებიანად უსვამს ხაზს დეკოლტეს ხაზს.

image

I.D. Sarrieri


image

Sabine de Brumes, Lisa Marie Fernandez, River Island


გასულ ზაფხულს აქტუალური ასიმეტრია წელს იდეალურად სიმეტრიულმა ჭრილებმა და გადაჯვარედინებულმა სამხრეებმა ჩაანაცვლეს. ზურგზე ან მუცლის ან დეკოლტეს მიდამოებში, ყელზე ან წელზე ისინი ხაზს უსვამენ სხეულის ღირსებას. პოპულარულია მოდელები სეზონის მთავარ მოდურ ფერებში-ნარინჯისფერ, ყვითელ და იისფერში, ასევე მონოქრომული ვარიანტები.

image

Huit

image

Gottex

image

Jason Wu, Agent Provocateur, Next

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0