x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
სეზონის ახალი საქორწინო კაბები ბერძნულ სტილში
მაღალი წელი, მსუბუქი დრაპირება, რთული ნაქარგები, ჰაეროვანი სილუეტი-საქორწინო კაბების მოდის კვირეულზე წარმოდგენილი

იყო ბერძნული სტილის მრავალფეროვანი ვარიანტები ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის. სილუეტი-ამპირი შესანიშნავი არჩევანია პატარძლებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ქორწილში ნამდვილ ქალღმერთებს ჰგავდნენ.

image

Monique Lhuillier


image

Jenny Packham

ბერძნული სტილის ტრადიციული საქორწინო კაბები გამოირჩევა მაღალი წელით და სწორი სილუეტით, რის გამოც იდეალურად ფარავს სხეულის მცირე ნაკლს, V-ს მსგავსი ჭრილი გარეგნულად ამაღლებს სილუეტს და აგრძელებს ყელს. ასეთი კაბები მშვენივრად უხდება ნებისმიერი აღნაგობის ქალბატონს.

image

Jenny Packham


რთული ნაქარგობა და კრისტალებისგან შექმნილი აპლიკაციები იერსახეს საზეიმო ელფერს შესძენს, ხოლო მაქმანი კი იდუმალებას შემატებს. რაც შეეხება დეტალებს, როგორც წესი პატარძლები, რომლებიც ირჩევენ ბერძნული სტილის კაბას უარს ამბობენ ფატაზე, თუმცა ასეთ კაბას უხდება თაიგულები, ასევე ლითონის და ყვავილებისგან დამზადებული თმის სარტყელები. კაბას შეუხამეთ

ღია სანდლები და არა დახურული ფეხსაცმელები, რომელიც ამძიმებს იერსახეს. რაც შეეხება თაიგულებს, ამ შემთხვევაში გასაქანი მიეცით ფანტაზიას.

image
Jenny Packham


image

Reem Acra

image

Reem Acra


image


image
Ines Di Santo

image
Christos


image
J. Mendel


image
Nicole Miller






1
307
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
307
  
2014, 25 აპრილი, 21:48
ძალიან ელეგანტური კაბებია
0 1 1