x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ავტომობილი-მოჩვენება რუსეთში(ვიდეო)
imageდასავლური პრესა უკვე ორი დღეა აქტიურად განიხილავს იდუმალებით მოსილ საგზაო შემთხვევას, რომელიც მოსკოვში მოხდა.

ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა გაურკვეველია საიდან, უცებ გამოჩენილი Mercedes-მოჩვენება, რომელმაც მცირე ავარია გამოიწვია მოსკოვის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე.

ინციდენტს პოპულარული ბრიტანული- "Top Gear"-იც კი გამოეხმაურა:"ჩვენ ეს კლიპი მრავალჯერ დავატრიალეთ და ვნახეთ, თუმცა მაინც ვერ მივხვდით რა ხდება-ახლა თქვენი ჯერია ამოხსნათ ეს საიდუმლო....ჩვენ კი გვეშინია". .."როგორც აღმოჩნდა რუსეთში ოთხბორბლიანი პოლტერგეისტები დადიან"-აღნიშნა გამოცემამ.


ვიდეო YouTube-ზე მარტის ბოლოს დაიდო და ამჟამად 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა ვერავინ შესძლო ამ ავტოგამოცანის ამოხსნა.


თუმცა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი კომენტარებში წერს, რომ გამყოფი დახაზული ზოლი ხან ჩნდება და ხან ქრება, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ვიდეო ფალსიფიცირებულია.

5
119
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
2014, 18 აპრილი, 13:32
იმედია:)
2014, 18 აპრილი, 13:25
ვფიქრობ ფალსიფიკაცია..ჩინელები არიან ჩემპიონები მაგ მხვრივ ..იუ ტუმზე ბევრი "დაბოლება"ვიდეოები უდევთ და რუსებიც აყვენენ ეტყობა
2014, 18 აპრილი, 13:23
ეგ ცუდია
2014, 18 აპრილი, 13:22
მაგაზე არაფერია ნათქვამი..სამწუხაროდ...
2014, 18 აპრილი, 13:19
რა მაინტერესებს თAვად მძოლები რა სამბობენ ვისაც დაეჯახა ან ახლოს ვინც იდგა?
0 1 5