x
image
t.x.
ქურდები, რომლებიც ძაღლებს იპარავდნენ და კვების ობიექტებს ხორცად აბარებდნენ, სასტიკად სცემეს
imageორი მამაკაცი ხალხის ბრბომ დაიჭირა და სასტიკად სცემა, როცა ისინი შინაური ცხოველების ქურდობაში წაისწრეს. მათ ოთხი ცხოველი ჰყავდათ მოპარული.

მამაკაცებს ბრალად დასდეს შინაური ძაღლების ქურდობა, სამხრეთ ჩინეთში ქალაქ გუილინში. ქურდები ნადავლს ადგილობრივ კაფეებსა და კვების ობიექტებში ჰყიდდნენ. ისინი პოლიციამ დააკავა, მაგრამ უცებ ხალხის ჯგუფი გაჩნდა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებითა და აგურებით. ხალხმა დამნაშავეები სიკვდილის პირამდე მიიყვანა.

პოლიცია აცხადებს, რომ ქურდები დადიოდნენ სოფელ-სოფელ მსუბუქი ავტომობილით, რომლებსაც შუშები ჩაწეული ჰქონდა, აკვირდებოდნენ ძაღლებს. როცა მოზრდილი ცხოველის ყეფას გაიგონებდნენ, მას დასაძინებელი წამლით გაჟღენთილ ხორცის ნაჭერს გადაუგდებდნენ. ძაღლი შეჭამდა და ჩაეძინებოდა. ქურდები კი ნახევარ საათში ჩამოივლიდნენ და მძინარე ცხოველს იპარავდნენ.

მოპარულ ცხოველს თავში კეტს დაარტყამდნენ, მოკლავდნენ და საბარგულში ჩაიდებდნენ.


ქურდებმა ის ის იყო მოკლეს მეოთხე ძაღლი და მიათრევდნენ მანქანაში, რომ პატრონი სამსახურიდან სახლში დაბრუნდა. მან იცნო თავისი ცხოველი, ნახა როგორ იპარავდნენ და მეზობლებს შეატყობინა. ისინიც გამოცვივდნენ და მანქანას დიდი ზომის აგურები დაუშინეს. ქურდების წყვილი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციამ ძლივს გადაარჩინა სიკვდილს. ხალხმა ქურდები მანამ არ გაატანა პოლიციას, სანამ მათი ნათესავები არ მოვიდნენ და პატრონებს არ შეჰპირდნენ ძაღლების საფასურს. ეს კი 500 გირვანქა სტერლინგის ტოლფასია.

ძაღლის ხორცი ძალიან პოპულარული საჭმელია ჩინეთში. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, რადგან ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. იქ ყოველ წელიწადს ძაღლის ხორცის ფესტივალიც კი იმართება.imageimageimageimageimage


1
195
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
195
  
2015, 11 მაისი, 18:58
ავადმყოფები, არც მე დავინდობ მათ ვინც ცხოველებს ასე სადისტურად ექცევა!!!
0 1 1