x
სოფო ნიჟარაძე კარიერის გაგრძელებას აშშ-ში გეგმავს

image
image


ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამას სოფოს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებული ვიდეო ადასტურებს, სადაც აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ესკორტის გადაადგილებაა ასახული. ამ ფაქტს თავად სოფო შესწრებია და პირადად დაუნახავს თუ როგორ ჯდებოდა პრეზიდენტი მანქანაში. ხოლო რამდენიმე დღის წინ სოფომ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თავის ახლო მეგობრებთან არის გამოსახული.

image

image
გავრცელებული ინფორმაციით მასთან ერთად რამდენიმე დღე ნიკოლოზ რაჭველიც იმყოფებოდა. იმ დროს ისინი სტუმრად ყოფილან ცნობილ ქართველ დიზაინერთან ნინი ქეისთან და რამდენიმე სიმღერა შეუსრილებიათ მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებიდან" (განახლებული ვერსია). ნიკოლოზ რაჭველის თქმით სოფო ამერიკაში ბროდვეის აკადემიაში იღებს დამატებით კვალიფიკაციას და ამერიკული კარიერისთვის აქტიურად ემზადება.. (წარმატებას ვუსურვებთ სოფოს)..

ასევე გავრცელებული ხმების მიხედვით სოფოს და რაჭველს ექს პრეზიდენტი სააკაშვილიც უნახავთ, მაგრამ ეს ცრუ ინფორმაცია ყოფილი. თავად რაჭველმა შეხვედრის ფაქტი უარყო, მაგრამ აღნიშნა, რომ ტელევიზიით ხშირად ხედავს ყოფილ პრეზიდენტს.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:Marika1013
Marika1013
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0