საქართველო რა გვირჩევნია,ევროპა თუ რუსეთი?! 2014, 12 აპრილი, 22:39 საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას - ევროპა თუ რუსეთი?!, უფრო სწორად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაიწყო სვლა ევროპისაკენ და ახლა საბოლოო დადასტურების ეტაპზეა.
იმ საფრთხის მოსასპობად, რაც რუსეთისათვის წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციას, მოგონილ იქნა ე.წ. ევრაზიული კავშირი, რომელიც დიდი ალბათობით, ხსენებული ქვეყნების კვლავ ეკონომიკური და პოლიტიკური დამონებისათვის შეიქმნება.
ქართველ ერს კარგად ახსოვს რუსეთთან “მეგობრობა"-ს რაც მოჰქონდა - ეკონომიკური ბლოკადა არაერთხელ, ენერგო-დამოკიდებულება და გამუდმებული შიში მოულოდნელი თუ მოსალოდნელი თავდასხმისა ჩვენი მეზობლის მხრიდან.
გზა ევროპისაკენ საქართველოს მოსახლეობას დიდ უმრავლესობას სურს, თუმცა ახლა რუსეთის მომხრეებიც აქტიურობენ, ვითომდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბაზარი საქართველოსათვის ერთადერთი და განუმეორებელია.თუ რა ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება მის ქვეყანაში არსებულ ბიზნესებზე მთელი მსოფლიოსათვის კარგადაა ცნობილი.გამომდინარე აქედან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ქართული პროდუქტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ ჰპოვებს გასაღებას.ხელისუფლებაც რომ არა, კრიმინალური კლანებიც არ მოგვცემენ ამის საშუალებას.გარდა ამისა, მოსახლეობის თვალსაზრისით, უფრო ფართო არეალი აქვს 500 მილიონიან ევროპაში ვაჭრობას, ვიდრე 180 მილიონიან რუსეთში.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოუწევს ევროკავშირის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების შესრულება, რაც გონივრული სახელმწიფო პოლიტიკით უნდა მოხდეს, რათა დადებითის მიღების ნაცვლად უარყოფითს არ გადავეყაროთ და ეკონომიკური წინსვლის მაგივრად კრიზისში არ აღმოვჩნდეთ.
იმისათვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, თუ რა მოაქვს ევროპისთან მეგობრობას, შეგვიძლია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მაგალითი მოვიყვანოთ, რომლებმაც სწრაფი ტემპებით დააღწიეს თავი საბჭოთა მონობას ევროპის დახმარებით. დღესდღეობით საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მისმა თითოეულმა მოქალაქემ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და იგი მსოფლიოს დაანახოს, როგორც საზოგადოების ნება და ასევე ხალხის ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა აუბას ქვეყნის ხელისუფლებამაც შესაბამისი პოლიტიკური ქმედებებით. 266 3-ს მოსწონს 1-ს არა
|