x
image
კატაპულტი
დაჩქარებული სიკვდილი დიეტური სასმელების წყალობით
imageდიეტური სასმელები ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვგონია. გამაგრილებელი წვენებიდან მომხმარებლები ხშირად ირჩევენ დაბალკალორიულებს თითქოსდა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მაგრამ სწორედ აქ უშვებენ შეცდომას, ზუსტად ეს სასმელები იწვევენ გულის ინფარქტს.

ერთი შეხედვით, უცხიმო, დაბალკალორიული, უშაქრო - დიეტური პროდუქტები დადებითად უნდა წაადგეს ადამიანთა ჯანმრთელობას. განსაკუთრებით ქალები მიირთმევენ light-პროდუქტებს, პირველ რიგში კი ამის მიზეზი სხეულის ფორმის შენარჩუნებაა.

აშშ-ში აიოვას სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, დიეტური სასმელების მოხმარება არ არის საუკეთესო გამოსავალი საკუთარი სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უფრო მეტიც, აღნიშნული სასმელები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევენ.ზემოთხსენებული უნივერსიტეტის სამეცნიერო წრე ცხრა წლის განმავლობაში იკვლევდა 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს და შემაშფოთებელი დასკვნები გამოიტანეს, კერძოდ, ქალებში, რომლებიც ყოველდღიურად 720 მილილიტრ უალკოჰოლო სასმელს მიირთმევენ, გულის ინფარქტის რისკი 30 %-ით უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქალბატონებში. თუმცა, როგორც კვლევების ხელმძღვანელი აცხადებს, “ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დიეტური სასმელები ქალებს კლავს".

ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელები, როგორც წესი, განიხილება როგორც ჯანმრთელი ალტერნატივა, თუმცა მისი შედეგები გრძელვადიან პერიოდში უცნობი და გაურკვეველია.


ევროკავშირის ქვეყნებში 2014 წლიდან სავალდებულოა, რომ საკვებისა და სასმელის შეფუთვაზე მითითებული იყოს მონაცემები პროდუქტის შემცველობაზე, კერძოდ, აღნიშნული იყოს ცხიმის, შაქრის, მარილის, ნახშირწყლებისა და კალორიების შესახებ ინფორმაცია.

1
148
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
148
  
2014, 29 აგვისტო, 1:41
მიზეზი არ არის კარგად განხილული....რატომ ,რის საფუძველზე იწვევს უშაქრო გამაგრილებელი სასმეელები აღნიშნულ დაავადებებს? მხოლოდ სტატისტიკა არ კმარა
0 1 1