x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა ფილმს ვუყუროთ დღეს ?
image






















მართალია ჩემმა წინა სტატიამ ''რა ფილმს ვუყუროთ დღეს'' დიდი პოპულარობით ვერ ისარგებლა, მაგრამ ეგ არაფერი. მაინც გადავწყვიტე გავაგრძელო და შემოგთავაზოთ ფილმები ჩემი რჩეული ფილმოთეკიდან. დღეს გთავაზობთ ფილმს რომანტიკული კომედიის მოყვარულებს. დამიჯერეთ ბევრს იხალისებთ, თუ ამასთან ერთად შეყვარებულიც ბრძანდებით ან ასეა თუ ისეა მაინც გაზაფხულია და ...

მოკლედ არ ინანებთ ამ ფილმის ნახვას და დადებითი ემოციებით დაიმუხტებით. მე პირადად 2-ჯერ ვუყურე და როცა დრო მოვა მესამედაც სიამოვნებით ვუყურებ.



''leap year''


''ნაკიანი წელიწადი'' 2010 წელს გამოვიდა ეკრანებზე მეთიუ გუდისა და ემი ადამსის მონაწილეობით. მისი რეჟისორია ანანდ ტაკერი.

ფილმი მოგვითხრობს ერთი ქალის ისტორიას, რომელმაც გაიგო ერთი ირლანდიური ტრადიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ნაკიან წელიწადს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია აქვს სთხოვოს მამაკაცს დაქოწინება, და მას არ აქვს უფლება უარით უპასუხოს. ახლაგაზრდა, თავდაჯერებული ქალი გადაწყვეტს მისი საქმროს შემოთავაზებას აღარ დაელოდოს და გამოიყენოს ტრადიცია თავის სასიკეთოდ. ამისათვის იგი ირლანდიაში მიემგზავრება. მაგრამ იქ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც მან დაგეგმა და მას არჩევანის გაკეთება მოუწევს რამდენიმე დღის ნაცნობსა და 5 წლიან იდეალურ ურთიერთობას შორის. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. უყურეთ ფილმს, იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ ოდესმე მსგავს სიტუაციაში.

image

image

image

6
279
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მატასი
მატასი
279
  
2012, 11 მაისი, 15:08
ხოდა მეც იმიტომ გითხარი ერთხელ სანახავი ფილმიათქო ;)
2012, 11 მაისი, 10:43
კი ბევრი უკეთესი ფილმია. საუკეთესი ფილმად არ დამისახელებია მე. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადგილი.
2012, 11 მაისი, 5:02
რავიცი არი რაა...ბევრი უკეთესი ფილმია,რომელთა ყურება არ მბეზრდება
2012, 10 მაისი, 18:26
რატომ, არ მოგეწონა ?
2012, 10 მაისი, 17:36
ფილმი რომელსაც ერთხელ ვუყურე და მეორედ აღარ ვნახავ
2012, 10 მაისი, 15:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6