x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მსოფლიოს უცნაური და სწრაფი ლიფტები
ყველამ კარგად იცის, რომ ლიფტების უმეტესობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ყველა მათგანის მთავარი ფუნქცია მგზავრებისა თუ ტვირთის დანიშნულ ადგილამდე მიყვანაა. თუმცა მსოფლიოში არსებობს ისეთი ლიფტები, რომლებიც თქვენს ფეხებთან "ქრებიან", ან ისეთები, რომლებიც მოთავსებულია აკვარიუმში.


მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტი ტაილანდში, ბიზნეს ცენტრ AIFEL-101-შია განთავსებული. მისი მგზავრები 84-ე სართულზე სულ რაღაც 37 წამში ადიან. ამ ლიფტის სიჩქარეა 60კმ/სთ ანუ 1010 მეტრი წუთში.


ერთადგილიანი ლიფტი ააგეს უკრაიანში, კერძოდ კიევში გასული საუკუნის 50-იან წლებში საგანგებოდ ერთ-ერთი მინისტრისთვის. მას ეშინოდა დიდ ლიფტში შესვლის, რადგან ეგონა, რომ მოკლავდნენ. ამიტომ მოიგონა ლიფტის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ერთი ადამიანისთვის იყო გათვლილი.


ბერლინში კი, სასტუმრო "რადისონ სეს ჰოტელში" მუშაობს ლიფტი, რომელსაც კედლები შუშისგან აქვს გაკეთებული და მასში თევზები დაცურავენ. აკვარიუმში 900ათასი ლიტრი წყალია ჩასხმული. ყოველდღიურად თევზების გამოსაკვებად სასტუმროს პერსონალს 3-4საათი სჭირდება.



თავისი ორიგინალურობით გამოირჩევა ლუვრის მუზეუმის ლიფტი, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს, ის პირდაპირ იატაკიდან "ამოდის"რომ მგზავრები მუზეუმის სასურველ ადგილებამდე მიიყვანოს.image

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0