x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ნამცხვარი ფორთოხლის მთლიანი ნაჭრებით

image ინგრედიენტები:
მარგარინი
125 გ
შაქარი
150 გ
ფქვილი
200გ
ნაღები (ან არაჟანი)
1/2 ჭ
გამაფხვიერებელი
1 ჩ.კ (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
ფორთოხალი
2
ვანილი
ძირზე მოსაყრელად
მანანის ბურღული

კარაქი
1 ს.კ
შაქარი
1 ს.კ
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა კარგად გავთქვიფოთ 1 ს.კ. შაქართან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ დანარჩენი შაქარი და კვერცხის გულები, დავუმატოთ დარბილებული მარგარინი, ნაღები, ვანილი, ფქვილში არეული გამაფხვიერებელი ფხვნილი და ბოლოს ფრთხილად შევურიოთ გათქვეფილი ცილა.

ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ჯერ მანანის ბურღული, შემდეგ შაქარი და ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ფორთოხალი. ფორთოხლებს დავასხათ ცომი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე. მზა ნამცხვარი ოდნავ შევაგრილოთ და ფრთხილად გადმოვაბრუნოთ. თუ ძირზე მიეკრო, რამდენიმე წამით ფორმა ჩავდოთ ცივ წყალში, დანით შემოვხსნათ გვერდები და ისე გადმოვატრიალოთ.

მზა ფორთოხლის ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
image

0
181
შეფასება არ არის
ავტორი:Aსასინო
Aსასინო
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0