x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სიახლე მედიცინაში:ცეცხლასროლი ან ცივი იარაღით დაჭრილებს გაყინავენ
image

პიტსბურგში, პრესვიტარიანის საავადმყოფოში 2014 წლის აპრილის ბოლოს დაიწყებენ ახალი კლინიკური ტექნოლოგიის გამოცდას:ანაბიოზის შეყვანა ცეცხლსასროლით ან ცივი იარაღით დაჭრილი პაციენტებისთვის.


ეს მეთოდი ექიმებს დროის მოგების საშუალებას აძლევს იმისათვის, რომ გადაარჩინოს ორგანიზმი სერიოზული დაზიანების შემდეგ, რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.


"ჩვენ ნამდვილად შევაჩერებთ სასიცოცხლო პროცესს, თუმცა არ გვინდა მას ანაბიოზი ვუწოდოთ, ძალიან წააგავს სამეცნიერო ფანტასტიკას, ამიტომ ჩვენ მას სხეულის ავარიული კონსერვაცია და რეამინაცია ვუწოდეთ"-განაცხადა ქირურგმა და კლინიკის ხელმძღვანელმა სამუელ ტიშერმანმა((Samuel Tisherman).


ტექნოლოგიის საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს:სხეულში შეყავთ ცივი ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც ანელებს ადამიანის უჯრედების აქტივობას.


"თუ მსგავს პროცედურას ჩავატარებთ ადამიანზე, რომელიც უკვე 2 საათის გარდაცვლილია, რასაკვირველია მეთოდი ვერ იმუშავებს, მაგრამ თუ მძიმედ დაჭრილი პაციენტი ცოცხალია, ამჯერად უკვე შესაძლებელი იქნება მისი გადარჩენა".-აღნიშნა არიზონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა პიტერ რიმ(Peter Rhee).image

დაჭრილი პაციენტებს, უმეტეს შემთხვევაში საავადმყოფოში გამოყვანისას დაკარგული აქვთ სისხლის საერთო რაოდენობის 50%, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავს პრობლემები ყოველთვიურად ექმნებათ და პაციენტის გადარჩენის შანსი სტანდარტულ სიტუაციაში 7% არ აღემატება.


გაყინვის ტექნოლოგია დიდი ხანია ცნობილია, თუმცა სამედიცინო პრაქტიკაში იარაღით დაჭრილებზე ჯერ არ განხორციელებულა.

ნორმალური ტემპერატურის დროს 37°C, უჯრედებს გამუდმებით სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, ხოლო როდესაც გული ჩერდება, სისხლს აღარ მიეწოდება ჟანგბადი, ხოლო ტვინს სიცოცხლე ჟანგბადის გარეშე მხოლოდ 5-7 წუთი შეუძლია.


ხოლო დაბალი ტემპერატურის დროს უჯრედებს ნაკლები ჟანგბადი სჭირდებათ, ამ დროს ყველა ქიმიური რეაქცია ორგანიზმში შენელებულია, სწორედ ამიტომაცაა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაყინული წყლიდან ამოყვანილი ადამიანებისთვის ნახევარი საათის შემდეგაც კი აღუდგენიათ სასიცოცხლო ფუნქციები.

0
573
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0