x
image
WhiteBlack
მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ავტომობილი "გააუპატიურა"

imageდიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბარნსტეილის საგრაფო დევონში, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გადაწყვიტა სასწრაფო დახმარების მანქანასთან სექსუალური კავშირის დამყარება.
პოლიციელებმა 25 წლის კალუმ უორდს (Callum Ward) არაფხიზელ მდგომარეობაში 2012 წლის მიწურულს წაასწრეს. მათი აღწერით, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ავტომობილის ძარაზე („კაპოტი“) იყო წამოწოლილი და „აკეთებდა მოძრაობებს, თითქოს მასთან სიყვარულით იყო დაკავებული“.
სამართალდამცავების თქმით სასწრაფო დახმარების მანქანასთან სექსუალურ კავშირამდე, უორდმა სატელეფონო ჯიხურში მიწის თხილის პაკეტი დაწვა. როდესაც ავტომობილზე წამოწოლილ მამაკაცთან მივიდნენ ის საკუთარ საქციელს ვერ ათვიცნობიერებდა და ალკოჰოლის სუნი ასდიოდა. იგი დააკავეს. სასმელი ადამიანის
ცნობიერებას საოცრებებს მართებს - მაგალითად, გასულ წელს, ამერიკაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციას უმტკიცებდა, რომ ატომური ბომბი გადაჰქონდა.

მოგვიანებით კალუმმა აღიარა, რომ ამ ინციდენტამდე საკმაოდ დიდი რაოდენობით სასმელი ჰქონდა მიღებული ამფეტამინებთან ერთად, რის გამოც საკუთარ თავს და ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში. სასჯელად კი, 6 თვიანი საზოგადოებრივი სამუშაოები დაუწესეს.

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0