x
image
WhiteBlack
"ტუალეტის ქაღალდის" მოსაძიებელი პროგრამა

imageვენესუელის მოსახლეობისთვის
„ტუალეტის ქაღალდის“ დეფიციტი საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ პრობლემით შეწუხებულმა ერთ-ერთმა ვენესუელელმა მამაკაცმა ზემოთხსენებული ნივთის მოსაძიებელი პროგრამა შექმნა.
ხოსე აუგუსტო მონტელმა (Jose Augusto Montiel) შექმნა პროგრამა სახელწოდებით „Abasteceme” (ჩვენებურად - მომამარაგეს ნიშნავს),
რომელიც ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა და შეგიძლიათ თანამოქალაქეებს გააგებინოთ, თუ რომელ მაღაზიაში იყიდება „ტუალეტის ქაღალდი“ ან ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთი.
უფასო მოხმარებისთვის პროგრამა ინტერნეტში 2013 წლის ივნისში განათავსეს და 1 თვის განმავლობაში 12.000_მა მომხმარებელმა გადმოწერა. მონტელის განცხადებით ყველაზე დიდი პოპულარობით მისი პროგრამა დედაქალაქ კარაკასში სარგებლობს.
ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პროდუქტის დეფიციტია, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხს „ტუალეტის ქაღალდის“ დეფიციტი აწუხებს“ - განაცხადა მან. „ხალხი არასდროს არ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელი ნივთია ზემოთხსენებული ქაღალდი, მაგრამ როდესაც იგი თავდება იწყება პანიკა“.
ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამტკიცებს, რომ ამ და სხვა მრავალი პროდუქტის დეფიციტი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ხელოვნურად შექმნეს, რომლებმაც არსებული ნივთები დიდი რაოდენობით შეიძინეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიზნით.

1
29
2-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
29
  
2014, 31 მარტი, 10:58
საინტერესო "იარაღია" პოლიტიკური მიზნებისთვის:)) კარგი იყო, ვიხალისე:)
0 1 1