x
image
მაია წიკლაური
როგორ გავიცნოთ ოცნების მამაკაცი ანუ წესები სწორი "ნადირობისთვის"
image

როგორ გავიცნოთ ნორმალური მამაკაცი? ეს სრულებით შესაძლებელია, მხოლოდ საჭიროა რამოდენიმე წესის გათვალისწინება.

წესი 1. ყველაზე მთავარი წესი – გიყვარდეს საკუთარი თავი! თუ ეძებ საინტერესო და თავდაჯერებულ მამაკაცს - თვითონ გახდი ასეთი. ადამიანი რომელსაც უყვარს თავისი თავი შეძლებს გადასდოს სიყვარული სხვასაც.

არაფერია იმაზე მიმზიდველი ვიდრე საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი. მაგრამ საიდან მოვა თავდაჯერებულობა თუ მუდამ დაკომპლექსებული, განერვიულებული ხარ სხვადასხვა მიზეზის გამო თუ მათ გარეშე?! გადახედე გარდერობს და განაახლე ის. იყიდე ის რაც დიდი ხანია გსურს. გაინებივრე თავი.


ძილის წინ იფიქრე მხოლოდ კარგზე, ნუ გადაყვები ნეგატიურს. რაც მოხდა - წარსულში დარჩა და ვეღარ შეცვლი. მუდამ წარსულთან დაბრუნებით კი დიდი შანსია ისევ უსიამოვნებებში გაეხვე.


image


წესი 2. აქტიურად იურთიერთე. გამორთე კომპიუტერი/ტელევიზორი და გადი გარეთ, წადი გასართობად, სხვადასხვა თავყრილობებზე: კონცერტზე, თეატრში, კინოში... მთავარია ჩამოაყალიბო ნაცნობების ფართო წრე. ამიტომ ნუ შეგრცხვება, ისწავლე ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. როდესაც შეხვდები მას, ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგადგება.


image


წესი 3. გამოიჩინე ინიციატივა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით მამაკაცების 95%-ს მოსწონს როცა ქალი პირველი იწყებს მოქმედებას (მოქმედებას და არა თავზე მოხვევას). მამაკაცების 71% სიამოვნებით გამოეხმაურებოდა ქალის ინიციატივით პაემანზე დაპატიჟებას. თუ მოგეწონა მამაკაცი მიდი და გამოელაპარაკე, დაუსვი რაიმე მარტივი შეკითხვა, რომელზეც მხოლოდ "კი"/"არა"-ს ვერ გიპასუხებს (ვარიანტები შეგიძლია სახლში მოიფიქრო), ან სთხოვე რამეში დაგეხმაროს. მისი პასუხით ან რეაქციით დახმარების თხოვნაზე შეძლებ განსაზღვრო მისი დამოკიდებულება შენ მიმართ და სიტუაციის მიხედვით იმოქმედო.

წესი 4. იპოვე შენ თავში "მარგალიტი". ის, რაც გამოგარჩევს ყველასგან. ნუ დაემორჩილები სტანდარტულ ინსტინქტებს. ისწავლე შენი ძლიერი მხარეების დემონსტრირება, მაგრამ ძალიანაც ნუ გადააჭარბებ.

წესი 5. გაიღიმე. ჩვენ მენტალიტეტში არ არის მიღებული ისე, უბრალოდ იღიმებოდეს ადამიანი. ღიმილი კეთილგანწყობას გამოხატავს და გასაცნობად უნებლიე ბიძგია. არ არის საჭირო ელოდო ყურადღებას ან კომპლიმენტს მამაკაცისგან იმისთვის, რომ გაიღიმო; უბრალოდ იყავი მომღიმარი და შედეგიც არ დააყოვნებს.


image


წესი 6. გახსოვდეს, ცხოვრება თამაშია. არ არის საჭირო ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. არაფერი აფრთხობს მამაკაცებს ისე, როგორც ქალი რომელიც გამიზნულად ეძებს ქმარს. როგორ გრძნობენ ამას? ეს ქვეცნობიერების საიდუმლოდ რჩება.

წესი 7. გააანალიზე ყოველი შეცდომა, რომელიც დაგიშვია მამაკაცის გაცნობისას და მასთან ურთიერთობისას. თავი აარიდე მათ გამეორებას. თუ შენ ადამიანების გაცნობაში უამრავ ძალისხმევას დებ, მაგრამ მაინც მარტო ხარ, დაფიქრდი რატომ? იქნებ შენ:

- იქცევი როგორც "ყინულის დედოფალი", ზემოდან დასცქერი მამაკაცებს და ფიქრობ, რომ "ყველა ერთნაირია", "მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ". თუ გინდა წარმატებას მიაღწიო - შეცვალე შენი აზროვნება.

- გამოიყურები მეტისმეტად კარგად. მამაკაცებს ეშინიათ უარის მიღების და მიტოვების, ამიტომაც არ რისკავენ ასეთ ლამაზმანთან საქმის დაჭერას. ეძებე შენი თანასწორი.

- ზედმეტად არაბუნებრივად ხარ "ჩახატული", ან მძაფრი სუნამო გასხია.

- სხვა შეცდომები ქცევაში.

გააანალიზე, იმუშავე შენ შეცდომებზე და გააგრძელე შენი ოცნების მამაკაცის ძებნა. წარმატება არ დააყოვნებს.


image

2
194
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
194
  
2014, 29 აპრილი, 19:45
იცით,ეს ნადირობა კი არა უფრო სწორი რჩევების მიცემაა ქალებისათვის .ვურჩევ ქალებს რომ გაითვალისწინონ
2014, 30 მარტი, 23:06
აბა თქვენ იცით, მამაკაცებს უნდა აჯობოთ ნადირობაში :)
0 1 2