x
კორეელები რუსის ოლიმპიურ "ოქროს" აპროტესტებენ

image

კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (KOC) კორეის ბიატლონისტთა კავშირთან (KSU) ერთად, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა ფიგურულ სრიალში მსაჯობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის სურვილს ოფიციალურად ახმოვანებს.
კორეის სპორტულ ორგანიზაციათა აზრით, მათ თანამემამულე იუნა კიმს დამახურებული ოქროს მედალი წაართვეს და რუს მოციგურავე ადელინა სოტნიკოვას გადასცეს.
ერთი სიტყვით, კორეელები მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირში (ISU) სარჩელს შეიტანენ.
კორეელი ოლიმპიზმის მამები ბიატლონისტთა კავშირთან ერთად, დარწმუნებული არიან, რომ მოციგურავეთა შეჯიბრების ფინალურ ნაწილში უსამართლო მსაჯობის წყალობით „ოქრო“ რუს სპორტსმენს მიეკუთნა.
japantimes.co.jp აღნიშნავს, რომ მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის წესებით, საჩივრის მიღება შეიძლება ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.
თავის დროზე ფიგურულ სრიალში რუსი ადელინა სოტნიკოვას გაჩემპიონებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რუსის გაჩემპიონების წინააღმდეგ ერთგვარი საპროტესტო ტალღის აგორებაში განსაკუთრებით ამერიკელები აქტიურობდნენ.
ისიც ვთქვათ, რომ ფიგურულ სრიალში სოჭში პირველი ადგილი ადელინა სოტნიკოვამ დაიკავა, მეორე იუნა კიმმა, ხოლო მესამე იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა, რომელიც დღეს, საიტამას მსოფლიოს ჩემპიონატზეც მესამე აღმოჩნდა.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:Batsikadze
Batsikadze
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0