x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მარკეტინგული ხრიკები, როგორ გვასულელებენ მომხმარებლებს.
არაერთხელ დამიწყია სტატიის წერა იმ შესავლით სადაც ეს საჭირო

გამხდარა და "კიდევ ერთხელ" გავიმეორებ, რომ სიტყვა "რეკლამა"

ლათინურიდან არის აღებული და პირდაპირი თარგმანით "ყვირილს"

ნიშნავს. ადვილი მისახვედრია, რომ დღევანდელი თემაც ამა თუ იმ


პროდუქციის "რეკლამას" ეხება. დღევანდელი რეკლამის თემა კი მარკეტინგის განხრით იქნება, თუ როგორ გვასულელებენ მომხმარებლებს ამა თუ იმ შეფუთული პროდუქციით. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამა თუ იმ პროდუქციის შეძენის დროს მეტად ყურადღებიანები იყოთ, რათა მარკეტინგის მიერ დაგებულ ხაფანგში არ გაებათ.


image


1. ეს გახლავთ რძის 1 ლიტრიანი მუყაოს "პაკეტი". თუ წარწერიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, იგი 900 გრამიანია, თუმცა ფიზიკას ვინც ფლობს კარგად, ადვილი მისახვედრია შემადგენლობიდან გამომდინარე, რომ რძის სუფთა წონა მხოლოდ 874, 5 მლ-ია, ვინაიდან სხვა შემადგენელი ნაწილები მოაზრებულია საერთო ჯამში.

image



2. შეინახეთ საგარანტიო ქვითრები. მაგალითად, როდესაც რაიმე ტექნიკას იძენთ და მას მოყვება საგარანტიო ფურცელი, რომლის გარანტიაც 25 წელს წარმოადგენს, ხშირ შემთხვევაში ეს ტექნიკა გამოდის ვადაზე ადრე მწყობრიდან, თუმცა ქსელში მისულებს არავინ გიჯერებთ რომ პროდუქცია მათია, ვინაიდან უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, საგარანტიო ფურცელი კი, რომელიც სპეციალურად თერმოლენტზეა დაბეჭდილი- გახუნდა და წაიშალა. მაშ როგორ დავამტკიცოდ სიმართლე? უბრალოდ იქონიედ ამ საგარანტიო ფურცლის ქსერო ასლი ყოველი შემთხვევისთვის.

image



3. მცენარეული ზეთი. კონკურენციის მიზნით რას აღარ დააწერენ მცენარეული ზეთის "ეტიკეტს", თუმცა ვინც არ იცით უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მცენარეული ზეთი ბიოქიმიურად შემოწმებული პროდუქტია, რომელიც არავითარ შემთხვევაში ნარჩენებსა და ქოლესტერინს არ შეიცავს. ამიტომ მხოლოდ ასეთი წარწერის ზეთს ნუ დაუწყებთ ძებნას.

image



4. სოსისი. მაგალითად ამ სოსისზე არის წარწერა, რომ არის სუფთა ხორცი და არ შეიცავს სოიოს. ჩნდება ორი მოსაზრება: პირველი, რომ ამ სოსისში არის მართლა სოიო და მეორე, რომ თუ არა არის სოიო, მაშინ ცხიმის ემულსიისგან შედგება, რაც რომ უარესია. აქედან დასკვნა, რომ ადვილი მისახვედრია მისი წარწერებიდან გამომდინარე თუ რას შეიცავს სოსისი, რახან წერია სოიოს არ შეიცავს, ე.ი ცხიმის ემულსიისგან დამზადდა და თუ არანაირი წარწერა არ აქვს ამ კონტექსტით, ე.ი "ნორმალური ხორცია".

image




5. კარაქი თუ მარგარინი? თუ დაკვირვებულხართ, როდესაც იძენთ კარაქს, თუმცა მას არ აწერია რომ კარაქია, ამას უბრალოდ შეფუთვით ხვდებით, მაგრამ არც ის აწერია, რომ ის მარგარინია, აბა რა არის ეს სინამდვილეში? პირველ რიგში ასეთ შემთხვევაში უნდა შეაფასოთ შეფუთვის ხარისხი, ფასი და თუ არც ეს სტანდარტებია გათვალისწინებული, ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის ზეთი და არა კარაქი. თუმცა წესის შესაბამისად მარგარინსა და კარაქს სხვადასხვა განყოფილებაში ათავსებენ.

image




6. თეთრი შოკოლადი. კიდევ ერთი მარკეტინგული ხრიკი თეთრი შოკოლადის მაგალითზე, როდესაც ბრენდებს შორის დებენ საკუთარი წარმოების "თეთრ შოკოლადს.

image



7. ნატურალური წვენი. არომატული, მჟავიანობის შემცველი სასიამოვნო სასმელია, რომელიც კონსერვანტების შემცველობის გარეშე ვერ დაკლასიფიცირდებოდა. ამიტომ ნუ შეგაცდენთ მასზე წარწერა "კონსერვანტების გარეშე". იგი შეიცავს კონსერვანტებს.

image



8. ძროხის ძეხვი. არასოდეს დაინტერესებულხართ, რომ ეს ძეხვი თუ ნამდვილად ახალგაზრდა პირუტყვის ხორცისგანაა, ასეთი ფასი რატომ აქვს? აქაც ადვილი მისახვედრია მათი ხრიკი, არანაირი ძროხის ხორცი არაა აქ.

image


9. "კიბოს ჩხირები". ყველასათვის კარგად ნაცნობი კიბოს ჩხირიც რაღა თქმა უნდა არ არის კიბოსგან დამზადებული სახელწოდებისდა მიუხედავად, თუმცა ფირმა თვითონ გეუბნება გარეკანზე დაბეჭდილი თევზის გამოსახულებით, რომ ეს თევზის ჩხირებია.

image



10. სასმელი წყალი. მისი ყიდვის დროს ყურადღება წარწერას აუცილებლად უნდა მიექცეს, ვინაიდან სამკურნალოდ გამოყენებულ სასმელ წყალს ეგ მითითება აუცილებლად ექნება და სხვა დანარჩენი კი სასმელად ვარგისიანი, ჩვეულებრივი წყალია იცოდეთ და არა გამოხდილი ან სხვა...

image

image



11. ჩვენი საყვარელი კოსმეტიკა. რომელ "დუშ-გელს" იყენებთ? იქნებ Dove-ს? დაკვირვებულხართ მის წარწერას "Глубокое питание и увлажнение"-ს? ღრმად კვება და დატენიანება ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამ არის. ძნელი წარმოსადგენია საერთოდ რისი ეფექტის მოხდენა შეუძლია მას.

image



12. შეფუთული სტაფილო. სიზარმაცის აგრესიული ექსპლუატაცია. დაფასოებულია "ცელოფანში" ძვირადღირებული სტაფილო, თუმცა თუ რამოდენიმე მათგანს გავქექავთ, აღმოვაჩენთ ჩვეულებრივ სტაფილოს და არავითარი ძვირადღირებული. ან იქნებ სულაც არ გინდათ ამდენი და 2 ცალის ყიდვა გსურთ? ადვილი მისახვედრია ჩვეულებრიც იაფფასიან სტაფილოს ძვირად "შემოგასაღებენ" და თან რამდენიმე ცალს ერთად.

image



13. სურათს თუ შეხედავთ ადვილი მისახვედრია რასთან გვაქვს საქმე, თუ ვერ მიხვდით ჯერ კიდევ? განა შეიძლება ხორციანი ბლინჩიკისა და ნამცხვრის ერთად დადება? ნორმების გაუთვალისწინებლობას აქვს ადგილი რბილად რომ ვთქვათ.

image

2
1058
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1058
  
2014, 18 აპრილი, 23:09
ძალიან სსაინტერეს იყო მაკუშ
0 1 2