x
image
WhiteBlack
რატომ ააფეთქა საკუთარი ძაღლი მამაკაცმა?

imageაშშ_ში, შტატ ვაშინგტონის
ქალაქ სტივენსონში 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ძაღლი
ააფეთქა, რადგანაც მასში მისი სიტყვებით „სატანა იყო ჩასახლებული“.
45 წლის „ფეიერვერკებით“ მოვაჭრე კრისტოფერ უეინ დილინგჰემი (Christopher Wayne Dillingham) დააპატიმრეს 2013 წელს, როდესაც მან საკუთარი ძაღლი მოკლა. შინაურ ცხოველს ყელზე დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოკიდა და შემდეგ ააფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შეშინებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. როდესაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, დილინგჰემა მათ განუცხადა, რომ ეს ძაღლი ყოფილმა შეყვარებულმა აჩუქა და მასში სატანა იყო ჩასახლებული მის განსადევნად კი აუცილებლად აფეთქება იყო საჭირო.
მან ასევე პოლიციელებთან საუბრისას თქვა, რომ „მეორედ მოსვლას“ ელოდებოდა, როდესაც ყველა მორწმუნე ზეცაში მოხვდებოდა და სახლიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ყრიდა.

ასეთი განმარტებების შემდეგ 2014 წლის 4 იანვარს კრისტოფერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო: ცხოველების სასტიკ მოპყრობაში და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გამოყენებაში, რის შედეგადაც, 12 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პ.ს ასე, როგორ უნდა გარეკო ადამიანმა არ მესმის. ისე 12 თვე, რაღაც ძალიან ცოტად მეჩვენება.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0