x
image
WhiteBlack
სექსი 17 წლის გარდაცვლილ გოგონასთან და ეკლესიაში "შიშველი სირბილი"

image გაზეთ “Cambodia Daily_ის” ცნობით, კამბოჯის ერთ პატარა სოფელში 47 წლის ჩინ ჩინი 2014 წლის 24 თებერვალს დააკავეს, როდესაც სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სამარხიდან ამოყოფილი ფეხი დაინახა. მან ეს ამბავი
17 წლის გოგონას ოჯახს უამბო, რომელიც აქ იყო დასაფლავებული. მათ, რაღა თქმა უნდა, პოლიციას
მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სამარხში მძინარე ნეკროფილი დახვდათ. იგი გააღვიძეს და დაკითხვა დაუწყეს. ჩინმა მოყვა, რომ საფლავის ამოთხრა, დასაფლავების მეორე დღესვე, 23 თებერვალს საღამოს 10 საათზე დაიწყო. მან შეძლო ბოლომდე ამოთხრა და მიცვალებულის სასახლეს თავსახური ახადა. მოგვიანებით ჩინმა აღიარა, რომ გარდაცვლილ გოგონასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სურდა, თუმცა სამარხი ძალიან პატარა აღმოჩნდა, ამიტომ მას ეს არ გამოუვიდა და მის სხეულზე ჩაეძინა.

„სოფლის მცხოვრებმა საფლავიდან ამოყოფილი ფეხი დილის 6 საათზე შენიშნა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდნენ ჩვენ“ - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა კეო ვუტჰმა.
„ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი - მაგალითად, იცნობდა თუ არა დამნაშავე ბრალდებულს და ჰქონდა თუ არა მასთან ადრე რაიმე ურთიერთობა“.
საბოლოოდ ჩინი დააპატიმრეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეს მამაკაცი რამდენჯერმე ადრეც მოხვედრილა მათთან, როდესაც იგი ნარკოტიკული ნივთიერებების
ზემოქმედების ქვეშ ადგილობრივ ეკლესიაში შიშველი დარბოდა.

0
99
3-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0