x
image
ნატო ახრახაძე
ისევ შენ.

გინდა გადურჩე ყველა დროებას,

ზე ხორციელი რომ გაურჩდები,

ვერ გადურჩები ხვთის ძლიერ სასჯელს,

თვით ისტორიას ვერ გადუეჩები.

შენ განისჯები, გახსოვდეს მუდამ!

ცოდვილს ცოდვანი თვითონ განსჯიან,

და ის მფარველი ანგელოზები,

შენ სულს ზეცაში მკაცრათ დასჯიან.

სიცოცხლე ძნელი გამოცდა არის!

სამარადისო გზა გასაკვალი,

შენ რომ გგონია დღეს ვერ გიცნობენ,

ხვალ განსასჯელი დაგრჩება კვალი.

შენ დაისჯები, ვერ გადარჩები!

ცოდვას შენდობილს კვლავ თუ ჩაიდენ,

შენ თვითონ არჩევ ამ სამყაროდან,

იმ სამყაროში რა გზას აირჩევ....

1992წელი.ეს ლექსი ეძღვნება იმ დროისთვის ცნობილ ქაეთველ პოლიტიკოსებს რომლებმაც დიდი განსაცდელი მოუვლინეს საქართველოს.

0
9
5-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
9