x
image
WhiteBlack
არასრულწლოვანი მეძავები

მათ ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, მაგრამ ცხოვრების თითქმის ყველანაირი უბედურება გამოიარეს. სიღარიბე, დამცირება, მუდმივი ეკსპლუატაცია საროსკიპოებში. ყველაფერი ეს ბანგლადეშში არასრულწლოვანი მეძავების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
image
17 წლის მეძავი „ჰაში“, რომლის სახელი ითარგმნება, როგორც ბედნიერება ეხუტება საკუთარ მეუღლე „ბაბუ“_ს კანდაპარის საროსკიპოს პატარა ოთახში. აქ ბევრ არასრულწლოვან მეძავს
ჰყავს საყვარელი ან ქმარი, რომლებიც ჩვეულებრივ ქალაქის სხვა ნაწილში ცხოვრობენ და პერიოდულად ღებულობენ ფულს ან სექსს გოგონების უსაფრთხოების სანაცვლოდ. ჰაშის ყოველდღიური შემოსავალი 15-20 კლიენტის მომსახურებით დაახლოებით 800-1000 ტაკას (9-12 დოლარი) უდრის დანარჩენი მის სუტინიორს და ოთახის ქირას (9.5 დოლარი) მიაქვს.

imageორადექსონის ტაბლეტები. ეს პრეპარატი წარმოადგენს სტეროიდს, რომელსაც გლეხები საქონელს ასმევენ წონის მოსამატებლად. არასრულწლოვანი გოგონები იყინებენ მას, რომ ცოტა მოსუქდნენ და უფრო ჯანმრთელები გამოჩნდნენ კლიენტის თვალში.
image
11 წლის შეფლი წაწრბების კორექცის დროს.
იგი კანდაპარის საროსკიპოში დაიბადა, მისი დედაც მეძავი იყო. დღეში დაახლოებით 20-25 კლიენტს ემსახურება, მაგრამ არ იცის რამდენს გამოიმუშავებს. რადგანაც „სუტინიორს“ მთელი თანხა მიაქვს. სანაცვლოდ გოგონას სთავაზობს დღეში სამჯერად კვებას და სხვადასხვა ნაკლებად ღირებულ საჩუქრებს.
image
17 წლის მაია იკეთებს მაკიაჟს მომდევნო კლიენტის მიღებამდე.
image
ახალგაზრდა „შუკრები“. ასე უწოდებენ არასრულწლოვან მეძავებს, რომლებიც დღეში 10-15 კლიენტს უნდა მოემსახურონ.ისინი არიან„სარდარნების“ (ქალბატონები, რომლებიც ადრე დამნაშავეები იყვნენ ახლა კი „სუტინიორის“ მოვალეობებს ასრულებენ) მფარველობის ქვეშ.
imageimageimageimageimageimageimageimageimage















0
2550
4-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
2550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0