x
image
ვიზა კოხაძე
დასავლეთის ყვითელი პრესა მხოლოდ ერთ სიახლეზე საუბრობს: - " წყვილის ათწლიანი თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდა"
imageდღევანდელი დასავლეთის ყვითელი პრესა მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიახლის გავრცელებით არის დაკავებული, რომელიც ჰოლივუდის კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავის გვინეტ პერტლოუს და ბრიტანული როკ ჯგუფის "Coldplay" ასევე კაშკაშა ლიდერის კრის მარტინის პირად ცხოვრებას შეეხება.წყვილი ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან, რის შესახებაც განცხადება თავად როკ მუსიკის ვარსკვლავმა გააკეთა.

წყვილს ორი შვილი, 9 წლის გოგონა ეფლი და 7 წლის ვაჟი მოზესი ჰყავთ.როგორც წყაროს განუცხადეს გვინეტ პერტლოუმ და კრის მარტინმა, მათ დღემდე თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ბოლო ერთი წლის მანძილზე წყვილი მიხვდა, რომ ისინი ქორწინების გადარჩენას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ძალიანაც კი ცდილობდნენ: - " ჩვენ ბოლო ერთი წლის მანძილზე ვცდილობდით ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვერ შევძელით, რაზეც გულის ტკივილით ვსაუბრობთ ამჟამად. დარწმუნებით გეუბნებით, რომ დღესაც უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, რომ ცხოვრება ორივემ სხვადასხვა გზით გავაგრძელოთ".imageimage
ისინი 2003 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ და ამ ხნის მანძილზე ლოს ანჟელესში ცხოვრობდნენ, გასულ წელს კი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდნენ.

გვინეტ პერტლოუ მთელი ამ ხნის მანძილზე დარჩა ჰოლივუდის ერთ - ერთი გამორჩეული ვარსკვლავი.

რაც შეეხება მუსიკის ბრიტანელ ვარსკვლავს კრის მარტინს, მომღერალი ამჟამად მუშაობს "Coldplay" -


ის

მეექვსე ალბომზე, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე 2014 წელს გამოვა.image

1
105
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
105
  
2014, 26 მარტი, 10:53
ძალინ ულამაზო და უშარმო ქალია ეს
0 1 1