x
image
ტორნადო07
რა ხდება როდესაც შენი შინაური ცხოველი ვეფხვია...

imageმტაცებელი ცხოველი, რომლის წონაც რამოდენიმე ცენტნერია ნაკლებად გამოდგება შინაური ცხოველის, როლში, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასე არ თვლიან. მოდით ვნახოთ რა ხდება სახლებში, როდესაც შინ ვეფხვი მიჰყავთ.


პრინციპში თუ პატარა ასაკიდანვე ვეფხვის ნაშიერს მიაჩვევთ ადამიანთან ურთიერთობას, ის საოცრად არააგრესიული გაიზრდება. მასთან თავისუფლად შეიძლება თამაში, ასევე შეგიძლია რძე აჭამო ბოთლიდან. თუმცა აუცილებელია მუდამ გახსოვდეთ, რომ დიდ მტაცებელ კატებს მონადირული რეფლექსები აქვთ და მათ ზურგი არ უნდა შეაქციოთ. იმის მაგალითად, რომ ვეფხვებთან თავისუფლად შეიძლება ურთიერთობა გამოდგება არგენტინული ზოოპარკი ლუხანი და ტაილანდური ვეფხვების მონასტერი. თუმცა ეს იგივე არ არის, რომ გიგანტურ კატასთან ერთად ერთ ბონაში იცხოვრო. მართალია მწვრთნელები და ცხოველთა დამცველები ვეფხვების პატარა კნუტებს სახლში ზრდიან, მაგრამ რამოდენიმე თვის შემდეგ აუცილებლად აბრუნებენ ზოოპარკში.


სამხრეთაფრიკელ ბიზნესმენ მაიკლ ჯეიმისონსა და 2 წლის ვეფხვ ენცოს შორის სულ სხვა დამოკიდებულებაა. უკვე 2 წელია მაიკლი იოჰანესბურგთან ახლოს მდებარე აპარტამენტებს თავის მეუღლესთან, ვეფხვთან და 15 ძაღლთან ერთად იყოფს. თავის ვეფხვზე მაიკლი ბავშვობიდანვე ოცნებობდა, მაგრამ მისი შეძენა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა რაც მეორედ სცადეს მისი ბინის გაქურდვა. "ძაღლები უკვე საკმარისი არ იყო", ხუმრობს მაიკლი, "ვეფხვის ფლობა აუღწერელი რამეა, ენცო ყოველდღიურად სხვადასხვანაირია".


თუმცა ერთ შეხედვით ასე არ იტყვი. თავის დილას ენცო ყოველთვის ერთი ბოთლი რძით იწყებს. საუზმის შემდემ იწყება შინაური ვეფხვის ჩვეულებრივი დღე. ის ძირითადად თვლემს ტახტზე ან ეზოში მდგარ შეზლონგზე, ატვალიერებს თავის ტერიტორიას, მას უტარდება კოსმეტიკური სამუშაოები. ენცო ხშირად უყურებს ტელევიზორს, ეს მისი საყვარელი საქმიანობაა. სადილად ვეფხვი იღებს 5 კილოგრამ კარგად მოხარშულ ხორცს (ეს საჭიროა იმისათის, რომ ხორცს გაუქრეს სისხლის გემო). სადილის შემდეგ იწყება გართობის დრო. ვნახოთ რამოდენიმე ფოტო ენცოს ცხოვრებიდან. imageimageimageimageimageimage





2
61
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
61
  
2014, 7 აპრილი, 0:34
ნეტავი ახლა ჩამახუტა ამ ვეფხვს ოღონდ ისე რომ არ შემოვეჭამო :) ცხოველების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, მართლა არავინ იცის როდის გაიღვიძებს მათში ცხოველური ინსტიქტები..
2014, 23 მარტი, 11:53
კაი ტიპია თუმცა მე ვერ ვენდოობოდი ასთ ცხოველს სახლში...
0 1 2