x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
სჯობს სიყვარულით ვიცხოვროთ.

აღარ იწერება მშვენიერი,

აღარ იწერება ლექსი,

ყველა დაამძიმა ამ ცხოვრებამ,

ყველა გადატეხა წელში.

დღეს თუ ასე მოგვენატრა,

ტატოს სოული ლექსი,

სჯობს სიყვარულით ვიცხოვროთ,

შველა ვეძიოთ ღმერთში.

ნუთუ არ უჭირდათ ჩვენ წინაპრებს?

ნუთუ არ უჭირდა ბესიკს?

მაგრამ სიყვარულმა აამაღლა,

მუზა აუშალა ლექსის.

მაგრამ მაშინ იზრდებოდნენ,

სიყვარულის რწმენით,

ლექსს ამბობდნენ სიყვარულზე,

თვით ბულბულის ენით.

დღეს კი ჩვენში არ არსებობს,

რწმენის სიდიადე,

დღეს უცხოა სიყვარული,

ჟინთა სიზვიადე.

დღეს არ გვატკბობს სილამაზე,

იმ უკვდავი ლექსის,

რაც რუსთაველს აღმერთებდა,

აღმერთებდა ბესიკს.

ეს ლექსი დაწერილია 1995წელს მაშინ თითქმის ცხოვრება ყველასთვის გაუსაძლისი იყო საქართველოში.დღეს კი არსებითათ განსხვავებული ცხოვრების პირობებია, მაგრამ კარგი ახალი ლექსის წაკითხვა და სიამოვნება, არც დღეს არის ხშირი ბედნიერება.

0
19
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
19