x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
მხოლოთ რჩეულნი.

ოცნებებს იწყებ, როდესაც შენში,

რაღაც ან ვიღაც აღვიძებს გრძნობას,

ფიქრით შედიხარ დინების ცეცხლში,

როდესაც გული შეიგრძნობს ტრფობას.

მუზა გეწვევა და შენ ცხოვრებას,

გრძნობით გამთბარი ლექსათ ასახავს,

ასე იწყება ის ყველაფერი,

შემოქმედების წალკოტს რომ ხატავს.

ასე იქმნება ის სილამაზე,

და ის წარმტაცი შემოქმედება,

და ასე იწყებს ლამაზ ოცნებებს,

შენი ფიქრი და შენი გონება.

და შენ მას ხედავ რაზედაც ბევრი,

ისე ფიქრობენ ვით უხილავზე,

ასეთი ხედვით მხოლოთ რჩეულნი,

იბადებიან ამ ქვეყანაზე.

ეს ლექსი დაწერილია 1999წელს და ეძღვნება ყველა ახალბედა შემოქმედს.ვუსურვებ ყველას წარმატებას შემოქმედების რთულ და საინტერესო გზაზე.

0
11
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
11