x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის პრემიერ-მინისტრის ცინიკური განცხადება საკუთარ "Facebook"-ის გვერდზე

imageრუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი კომენტირებას უკეთებს საკუთარ Facebook-ის გვერდზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციას ყირიმის გარშემო დატრიალებული მოვლენების გამო. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთის დასჯა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება მასთან სწორი ურთიერთობების აწყობა.
მედვედევი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები იპოვიან დაბალანსებულ ხაზს რუსეთთან ურთიერთობაში, როგორ ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოხდა.

"მახსოვს მე 2008 წლის აგვისტო, მაშინ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალები გამომეყენებინა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.შემდეგ კი გვეღიარებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.მძიმე გადაწყვეტილებაა.მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სხვა გზა არ იყო.მაშინაც საერთაშორისო თანამეგობრობა განიხილავდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალში რუსეთთან ურთიერთობა და ვაღიარებ, რომ ბევრი ძალისხმევის გარეშე მათ შესძლეს და იპოვეს დაბალანსირებული ხაზი რუსეთთან მიმართებაში.ვიმედოვნებ რომ საღი გონება ახლაც გაიმარჯვებს".

P.S.ცინიზმით სავსე კომენტარია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ სიმართლის დიდი მარცვლით.მედვედევის ეს განცხადება დასავლეთის უსუსური ინერტულობით და მოჩვენებითი სიმკაცრითაა გამოწვეული, ისე როგორც საქართველოსთან მიმართებაში.

ყირიმის კრიზისის ვენბათაღელვანიც ნელ-ნელა ჩაცხრება და დასავლეთიც ისევ მიელაქუცება "მურა დათვს".

0
78
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0