x
image
LIVERPOOL1984
რა გახდა 18 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ?

imageროგორც კი გავიგე ამ ულამაზესი გოგოს სიკვდილის შესახებ მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა, საშინელებაა, არც მე და არც სხვას არააქვს უფლება ის განკიცხოს, არავინ ვიცით მომავალში რაიქნება, იმას კი არ ვამბობ მეც იგივეს გავაკეთებთქო, არ ვიცი რას გავაკეთებ მაგრამ უფალმა დაგვიფაროს ყველას, ნათელში ყოფილიყოს მისი სული და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მას.imageდილით, 11 საათისთვის, ქუჩაში მდგარ მეზობლებს გასროლის ხმა გაუგიათ, ოთხი ტყვია გავარდნილა, მაგრამ ვის მოუვიდოდა თავში აზრად, თაკო რომ თავს მოიკლავდა. ერთს გაუხუმრია - რით ვერ დამთავრდა ეს ახალი წელი და "ხლაპუშკების" აფეთქებაო... მერე ისტერიკული კივილის ხმა შემოესმათ თურმე. სამი ტყვია კედელს აქვს მოხვედრილი და მეოთხე საფეთქელში დაუხლია იმ საცოდავს. მამამისის "მაკაროვით" აქვს თავი მოკლული. ეტყობა, ჩაფიქრებული ჰქონდა და მამას თვალყურს ადევნებდა, სად ინახავდა იარაღს, თორემ ისე მიგდებული არ ექნებოდა გიზოს (თაკოს მამა) იარაღი. ჭკვიანი კაცია... პოლიცია რომ მოვიდა, 7 საათი მუშაობდნენ და არავინ შეუშვეს შიგნით. მერე ერთი, ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა და იმან მითხრა" - გვიყვება 18 წლის გოგონას, თაკო ყურშავიშვილის ოჯახის ახლობელი მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.. თაკო მეზობელმა იპოვა. მისთვის გოგონას დედას სამსახურიდან დაურეკავს, თაკოსთან შედიო.. საცოდავს ბინის კარი ღია დაუტოვებია. იატაკზე გაშხლართული სისხლის გუბეში ცურავდა. ყველაფერს ასწრებდა, სწავლას, კითხვას, მუშაობას... საბავშვო ტელევიზია “ინკოგნიტოს" კურსდამთავრებული იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ მუშაობდა. ჟურნალისტობაზე ოცნებობდა... დადუს ეძახდნენ მეგობრები. პეპელასავით დაფრინავდა. ულამაზესი, შველივით გოგო იყო. თაკო მორიდებული, დედის კალთას ამოფარებული გოგო იყო. საცოდავი დედა, პირველი შვილიც დაეუპა, 9 თვის იყო, მენინგიტი რომ დაემართა. მერე თაკო შეეძინათ, შემდეგ კი, ძმა, ნიკუშა. - მკვლელობის მოტივად რამდენიმე ვერსია გავრცელდა...
- დიახ... თქვეს, ნევროზი ჰქონდაო. დაქალმაც დაატირა, - ეს რატომ გააკეთე, ხომ გთხოვე, ფსიქოლოგთან მივიდეთო. როგორც ჩანს, მეგობრებმა იცოდნენ, დადუს რაც აწუხებდა. ამბობენ, დადუს ვიღაც უყვარდა, იმან კი ცოლი მოიყვანაო. ხომ იცით, ბავშვებს ამ ასაკში როგორი ფაქიზი ფსიქიკა აქვთ... პოლიციას ის ბიჭი დაუკითხავს... - არ ვიცი, ვინ არის. ამბობენ, კი არ იქორწინა, დაინიშნაო... თაკოს უბნში ბიჭები თავს ევლებოდნენ, დასავით ჰყავდათ, ლამაზი გოგო იყო და უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა... მეგობრები რჩევას მას ეკითხებოდნენ, პრინციპული იყო, ჭკვიანი და მშვიდი.image

image



3
280
8-ს მოსწონს
ავტორი:LIVERPOOL1984
LIVERPOOL1984
280
  
2014, 20 მარტი, 16:42
ნათელში იყოს მისი სული...
2014, 20 მარტი, 12:43
გული დამეწვა საბრალო
2014, 20 მარტი, 11:26
ულამაზესი ყოფილა საწყალი...
0 1 3