x
image
ვიზა კოხაძე
კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა ჰოლივუდის დიდების ხეივანში

image17 მარტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავს და უამრავი პრემიის ლაურეატს ქეით უინსლეტს გაუხსნეს.

როგორც ცნობილია, 38 წლის ბრიტანელი მსახიობი, რომელიც არა მარტო სხვადასხვა პრემიების ლაურეატია, არამედ ის სამი შვილის დედაცაა.( ცნობისათვის მსახიობს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი: 12 წლის მია და 9 წლის ჯო ჰყავს. მესამე შვილი კი მსახიობმა 35 წლის ნედ როკნროლასთან გააჩინა, რომელიც წყვილის საერთო შვილია). ქეით უინსლეთის პატარა სამი თვისაა და მიუხედავად სამგზის დედობისა, იგი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ისეთი პრემიების ლაურეატია, როგორებიცაა: " ოსკარი", რომელიც ვარსკვლავმა 2009 წელს ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიიღო", ოქროს გლობუსი", " ემმი", " გრემი" და ამერიკის კინოაკადემიის გილდიის პრემიის ლაურეატი.imageimageimageგარდა ამისა, მსახიობს გარკვეული ღვაწლი და დამსახურება აქვს კინომატოგრაფიაში, რისთვისაც ის 2012 წელს ბრიტანული იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანს დიდი ისტორია აქვს, რომელსაც საფუძველი 1953 წელს ჩაეყარა და პირველი ვარსკვლავი მსახიობ პრესტონ ფოსტერს გაუხსნეს.დიდების ხეივნის პირველი ოფიციალური ცერემონია 1960 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის ბულვარში 2500 ვარსკვლავია.image

0
47
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0