x
image
ნანა სვანაძე
სოლიდარობა უკრაინას!

image
დღეს ყველას და განსაკუთრებით მართლმადიდებლებს ერთი საერთო ტკივილით გვტკივა, რომელსაც უკრაინა ჰქვია.დაძაბული პოლიტიკური გარემო ყველაზე მეტად ადამიანებს შეეხო, ადამიანის ყველაზე ძვირფას საჩუქარს უფლისგან–სიცოცხლეს.მთელი მსოფლიო უცხადებს სოლიდარობას და თანადგომას უკრაინელ ხალხს, თუმცა ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას, რომელიც მხოლოდ ერთი კაცი და მისი "კაპრიზებია", ვერავინ ვერაფერს აკლებს და მდგომარეობა ამ ქვეყნისთვის დღითიდღე მძიმდება და სამწუხაროა ის რომ არავის აქვს იმის რწმენა, რომ ეს დასრულდება, ეს შეიძლება უკრაინაში მოხდეს, მაგრამ ისმის კითხვა –ვინ იქნება შემდეგი???

ქართველებმა სხვადასხვა ფორმით მოახერხეს გამოეხატათ თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ, ზოგი იმ მძიმე წუთებში იდგა მაედანზე შეკრებილი ხალხის გვერდით და სამწუხაროდ ორი ქართველი ემსხვერპლა კიდეც მომხდარ შეტაკებას. ცნობილმა სახეებმა კი გადაწყვიტეს მძიმე კადრებზე კლიპი გადაეღოთ და ემღერათ მეგობარი ერის თანაგრძნობის გამოსახატად. მომღერლებს გამოეყო ანრი ჯოხაძე, რომელმაც დამოუკიდებლად გაცილებით უფრო შთამბეჭდავი კლიპი და სიმღერა შემოგვთავაზა, ჩემი სუბიექტურად-ობიექტური მოსაზრებით მის მიერ გამოხატული პროტესტი, თანაგრძნობა, თანადგომა უფრო მოვიდა ჩემთან ვიდრე ზემოთ აღნიშნული...


2
23
13-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
23
  
2014, 18 მარტი, 13:00
მადლობაააა
2014, 18 მარტი, 12:57
კარგი გოგო ხარ ნანიკო
0 1 2