x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ყველა დრო მეფობს მეფურათ.
ყველა დრო სასურველია,

ყველა დრო მეფობს მეფურათ,

ფიქრით, მიზნით და ოცნებით,

გრძნობებით თავისებურათ.


ყრმობის სილაღე წარმტაცი,

დაუდეგარი ბავშვობა,

ფეხშიშველ ფეხით სირბილი,

ცელქობა ლაღი ანცობა.

სიყმაწვილე და სიწმინდე,

ბავშვური სულისკვეთება,

სილამაზის და მშვენების,

სინორჩით გამოკვეთება.

ის სიყვარული პირველი,

და ის საამო შეგრძნება,

მშვენების ნაზ სამოთხეში,

ლაღი ოცნებით შეღწევა.

ყველა დრო სასუეველია!

ყველა დრო მეფობს მეფურათ!

ყველა დრო ტკბება სიცოცხლით!

თავისთვის თავისებურათ!

0
13
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
13