x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ცხრა საათიანი ურთულესი ოპერაცია და თავიდან დაწყებული სიცოცხლე
image19 თებერვალს ახალგაზრდა მამაკაცს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ზურგზე და კისერძე მოაჭრეს 13 კილოგრამიანი უშველებელი სიმსივნე. 27 წლის ახალგაზრდას ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ოპერაცია ძალიან სარისკო იყო, მაგრამ თუ არ გაიკეთებდა, სიმსივნე ზრდას გააგრძელებდა. ახალგაზრდა იძულებული იყო ოპერაციაზე დათანხმებულიყო. ოპერაციისას მან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და გამუდმებით უსხამდნენ.imageimageimageimage



ექიმი აცხადებს, რომ ოპერაცია ურთულესი იყო, რადგან სიმსივნე მჭიდროდ იყო მიკრული ხერხემალს და მასში ბევრი სისხლძარღვები გადიოდა. სირთულის მიუხედავად ოპერაცია წარმატებით დასრულდა და 12 მარტს იან ლი საავადმყოფოდან გაწერეს. წანაზარდმა თავიდან კისერზე დაიწყო გამოსვლა, მალე კვერცხისხელა გახდა. მოგვიანებით კი ზურგზეც გადავიდა.

2007 წელს სიანის საავადმყოფოში დაუდგინეს როგორც ფიბრომატოზული კეთილთვისებიანი რბილი ქსოვილების სიმსივნე.

მაშინ პაციენტის მამამ მიიღო გაფრთხილება, რომ ოპერაცია უმძიმესი და სარისკო იქნებოდა. მას ცოლი და ქალიშვილი გარდაცვლილი ჰყავდა და ოჯახში მხოლოდ მამა-შვილი ცხოვრობდა. მამამ ვერ გარისკა შვილის სიცოცხლე და უარი განაცხადეს. ამ წლების მანძილზე სიმსივნე ძალიან გაიზარდა.


3013 წლის ბოლოს სიანის საავადმყოფოს მიაკითხეს, სადაც აღმოჩნდა, რომ სიმსივნე სიგრძეში 45 სმ, სიგანეში 30 სმ, და სისქეში 17 სმ გაზრდილიყო. გადადება აღარ შეიძლებოდა. ოპერაცია დაინიშნა და საბედნიეროდ წარმატებით დასრულდა. ამდენი წლის ნერვიულობის და წამების შემდეგ იან ლი თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობს, რომ თითქოს თავიდან დაიბადა და ახალ სიცოცხლეს იწყებს.imageimageimageimage

2
2456
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2456
  
2014, 27 მარტი, 19:32
ღმერთო ჩემო რამდენი ანომალია არსებობს ამ ქვეყნად
0 1 2