x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508664
ეს მე ვარ ,მე საქართველო.
სულ პატარა ვარ, სულ ციცქნა.

სხვის თვალში მაინც სულ ვდიდობ,

უჩემოთ დიდნი ვერ ძლებენ,

მეტმასნებიან სულ მჭიდროდ.


მწიწკნიან აქეთ იქედან,

სხეულს მიგლეჯენ მართმევენ,

მაინც არ ვკვდები არ ვქრები,

მაინც ვერაფერს მაკლებენ.

სულ ვფიქრობ ჩემს გასაჭირზე,

მჭამენ და არა ვილევი.

ალბათ სუყველას ვაჯობებ,

მტრად რომ არ მყავდეს შვილები.

მაშინ მოსული რას მიზამს,

წართმევით ვერას წამართმევს.

მოყვასმა თუ არ გამყიდა

ძღვნად თუ არ მიმცა სხვა ხალხებს.

რა არ მაქვს სხვისი რა მინდა?

ვის შევენატრო ბეჩავი,

შიგნით ერთობა მაკლია

ეს არის ჩემი ნეტავი.

შიგნით და გარეთ სულ მჭამენ,

მაინც გავზარდე რუსთველი,

დავითს აკვანი დაურწე,

ვწერე სულ ოქროს ფურცელი.

რამდენი კარგი გავზარდე,

ცხოვრების ორომ-ტრიალში,

რამდენი საქმე საგმირო

ჩავწერე ისტორიაში.

უფალი ჩემს მხარეზეა,

ხვთისმშობლის წილი მიწა ვარ,

და ყველა გასაჭირისგან,

ხვთისმშობლის კალთა მიფარავს.

ოდითგან ასე ყოფილა,

ასე მოვედი აქამდე,

დღესაც ვერავინ გამაქრობს!

თითსაც ვერ მახლებს მანამდე.

სანამ მიფარავს უფალი,

ჩემში სამოთხეს ახარებს,

მე ხვთაებრივი მიწა ვარ

ჩემს შვილებს, ღმერთი მაკმარებს!

თქვენ კი, შვილებო იცოდეთ,

სულ განურჩევლად ერთისგან,

ყველას გეკუთვნით ედემი

ჩემთვის მოძღვნილი ღმერთისგან!

ეს მე ვარ! ყველამ მისმინეთ,

მისმინეთ, ყველა ქართველნო!

ეს მე ვარ!თქვენი სამშობლო,

ეს მე ვარ!მე, საქართველო!

2002წელი




0
20
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
20