x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
დედავ ისმინე შვილის ვედრება

დედავ რათ! დათმე შენი პატარა,

რათ! დაუჩაგრე მას ნორჩი გული,

რათ! მოიწიწკნე შვილი კალთაზე,

რათ! დაუობლე პატარა სული.

დედავ მაგ ცოდვას არ გაპატიებს,

ძირს დედამიწა და მაღლა რმერთი,

დედავ შენა ხარ შვილის სიცოცხლე,

დედავ შენა ხარ შენ ერთად-ერთი!

დედავ შეხედე ცრემლიან თვალებს,

დედავ ისმინე შვილის ვედრება,

დედავ მშობელო სულის სინათლე,

შენ ერთს ვერავინ, ვერ შეგედრება,

ცოდვილო ქალო რათ! მიატოვე,

რათ! არ აღზარდე შენი პატარა,

რათ! არ შეარგე მას შენი ძუძუ,

რათ!არ უმღერე ძილის წინ ნანა.

ქლო დედობას რომ მოესწარი,

რათ! წაიხდინე მითხარი ხვედრი,

მშობელო დედა რამ დაგაბრმავა!

რამ გაგიყინა შვილისთვის მკერდი!

დედავ შეხედე ცრემლინ თვალებს,

დედავ ისმინე შვილის ვედრება,

დედავ მშობელო სულის სინსთლე,

შენ ერთს ვერვინ, ვერ შეგედრება.

ეს ლექსი დავწერე 1996წ.ერთი გადაცემის შემდეგ სადაც ნაჩვენები იყო უპატრონო ბავშთა სახლი და პატარა თვალებ აცრემლებული ბავშვები.მათ ცრემლიან თვალებში კი დიდი ტკივილი და მონტრება იკითხებოდა.სამწუხაროდ დღესაც ბებრია ისეთი ცრმლიანი თვალები, რომლებიც დედის მონატრებას ტირიან.დედებო შეუმშრალეთ შვილებს ცრემლიანი თვალები.

0
39
8-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
39