რელიგია რა არის ინდულგენცია??? 2014, 2 მარტი, 1:44 სტატიაში მოგითხრობთ მართმადიდებლობისა და ლათინო–პაპიზმს(კატოლიზმს) შორის არსებული განსხვავებებს შორის ერთ–ერთ მაგალითს – ინდულგენცია!!!
![]() ინდულგენცია არის ცოდვილთა განთავისუფლება სასჯელისაგან წმინდათა ზეჯეროვანი დამსახურებების ხარჯზე მათი ცოდვების დაფარვით... თავდაპირველად ინდულგენცია ეძლეოდათ ჯვაროსნულ ლაშქორბების მონაწილეებს, ხოლო შემდეგ იმ პირებს, რომელთაც ეკლესიის წინაშე რაიმე დამსახურება ჰქონდათ. შემდგომში ინდულგენციები ფულზე იყიდებოდა და პაპების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა.ინდულგენციები იყიდებოდა, როგორც უკვე ჩადენილი, ასევე მომავალში ჩასადენი ცოდვების გამოსასყიდად. ასე მაგალითად: ადამიანს შეეძლო წინასწარ გადაეხადა თანხა, ხოლო შემდეგ ჩაედინა ცოდვები, რასაც ეს თანხა ეყოფოდა. ამისთვის შუა საუკუნეებში კატოლიკურ ეკლესიას შემუშავებული ჰქონდა სპეციალური ნიხრები: 1.კლირიკოსი მკვლელი შენდობას იღებს 27 ლირის გადახდით. 2.მამის, დედის ან დის მკვლელობისათვის შენდობის მისაღებად ცოდვილმა უნდა გადაიხადოს 17 ლირა, 14 სოლდი და 6 დინარი. 3.საკუთარი შვილის დამხრჩობი მამა ან დედა შენდობის მისაღებად იხდის 17 ლირას და 14 სოლდოს. 4.ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდება 45 ლირად. 5.პაპის ანათემა გამოისყიდება 45 ლირად. 6.მკრეხელი, ქურდის, ხანძრის გამჩენი, მძარცველი და სხვა შენდობას იღებენ 136 ლირად და 6 სოლდად. 7.მონასტრის სიწმინდის“დაცვის მიზნით“ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ მონასტერში შესვლა, მის ახლომახლო საკრავების დაკვრა. დამრღვევი 25 ოქროს იხდის. 8.მრუშობასი დაჭერილი მონაზონი 500 დუკატს იხდის. (უკანასკნელი ორი პუნქტი ამოღებულია პაპი იოანე 23–ის, ბალთაზარ კოსას ბრძანებულებიდან) ინდულგენციები მე–16 საუკუნეში კატოლიკური ეკლესიის განხეთქილებისა და პროტესტანტიზმის აღმოცენების უშუალო მიზეზი გახდა. ამჟამად ინდულგენციები ეძლევათ მოწყალების საქმეებში მონაწილეობისთვის, გარკვეული რაოდენობის ლოცვათა წაკითხვსათვის და ა.შ. აგრეთვე ეკლესიისათვის და ეკლესიის სხვადასხვა საჭიროებებზე ტარიფიცირებული შემოწირულობებისათვის. 428 3-ს მოსწონს
|