x
ადრიანა ლიმა

ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალქა სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანზიება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა . ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულის აბორიგენთა სისხლი.



image


ადრიანა 13 წლის იყო როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა " ფორთ

სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში "ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში - "ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მას შტაბით ტარდებოდა .


image 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ-იურკში მიიწვიეს, სადაც მან, "ელიტ მოდელ მენეჯმენტთან"

გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა

უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის.

2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს "Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარულობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი

ლიმას " Victoria's Secret-თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა . ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.




2
693
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია_ამელი
ხატია_ამელი
693
  
2012, 10 სექტემბერი, 14:36
2012, 12 ივლისი, 10:13
ვგიჟდები ადრიანაზეე
0 1 2