x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508619
ტორტი მარწყვით
image6 ცალი კვერცხის ცილა, გავთქვიფოთ; თანდათან შევურით 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფქვილი, კვერცხის გულები და კარგად ვთქვიფოთ; მოვაყაროთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ ბისკვიტი.

კრემის მოსამზადებლად კარაქი ვთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან შევათქვიფოთ 1 კოლოფი შესქელებული რძე და დავამატოთ ვანილი.

მარწყვი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, ქვაბში ფენებად ჩავყაროთ, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ რამოდენიმე საათი. როცა წვენს გამოუშვებს, გადავწუროთ წვენი ცალკე ჭურჭელში.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვასხუროთ მარწყვიდან გამოწურული წვენი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ მარწყვები, წავუსვათ ისევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახეავრი, მოვასხუროთ მარწყვის წვენი, წავუსვათ კრემი. დავალაგოთ მარწყვები და ისევ წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემის სპეციალური ფორმებით და დავალაგოთ მთელი ცოცხალი მარწყვები ყუნწებით.



მასალა:

კვერცხი-6 ცალი

შაქრის ფხვნილი-3 ჩაის ჭიქა

კარაქი-600 გრამი

შესქელებული რძე-1 ქილა

მარწყვი-1 კილო

ვანილი-გემოვნებით

0
132
12-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0