x
ახალი Wendy’s-ი თუ უბრალოდ McDonald’s-ი?
image

ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოშია. “ვისოლ ჯგუფსა“
და ამერიკულ სწრაფი კვების ობიექტების მფლობელ კომპანიას Wendy’s-ს შორის 5 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც „ვისოლ ჯგუფი საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც Wendy’s-ის ობიექტების ოპერირებას უზრუნველყოფს. Wendy’s ეს არის მსოფლიოში მესამე
სწრაფი კვების კორპორაცია, რომელიც 12 სექტემბერს საქართველოშიც გაიხსნა. საქართველო რუსეთის შემდეგ, მეორე ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც Wendy’s-ია წარმოდგენილი. მსოფლიო ბაზარზე Wendy’s -ის ქსელის მთავარი კონკურენტები McDonald’s და Burger King-ია. საქართველოში ამ ბრენდს მოუწევსკონკურენცია გაუწიოს McDonald’s. კონკურენციასთან დაკავშირებით „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადარომ Wendy’s-ს სხვა
ბრენდებისგან განსხვავებით გააჩნია უპირატესობა, რადგან მისი
პროდუქტი ყოველთვის არის ახალი, არაფერი გაყინული და რა თქმა უნდა, ჯანსაღი. ერთი წელიც არ გასულა რაც Wendy’s-ი საქართველოშია და უკვე შეძლო ბაზარზე კონტროლის აღება და
შესაბამისად კონკურენტუნარიანი გახდა. როგორც ამ ბრენდის მომხმარებლები აღნიშნავენ Wendy’s არის ბევრად უფრო
დახვეწილი და „გემრიელი“ ბრენდი.ბავშვების უმრავლესობა ინტერვიუს დროს, ყურადღებას ამახვილებდა ვენდისის ლოგოზე,
მის თოჯინასა და მხიარულ გარემოზე, უფროსები კი ადგილის დიზაინსა და საკვების სიჯანსაღეზე. მომხმარებლებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც McDonald’s-ს Wendy’s -ი არჩიეს და განაცხადეს რომ ეს უკანასკნელი უკეთესია იმით, რომ მისი პროდუქტი არის ახალი და უფრო ჯანსაღი და ასევე აღნიშნეს, რომ
McDonald’s -ისაგან განსხვავებით Wendy’s -ში უფრო დიდი
არჩევანია, თუნდაც ავიღოთ ყავის 15 სახეობა და ნამცხვრებისა და
ტკბილეულის მრავალფეროვნება. ამ მოსაზრებას იზიარებს Wendy’s
-ის მომსახურე პერსონალიც, ისინი ამბობენ რომ ეს ბრენდი ნამდვილად გამორჩეულია და ის შეძლებს კონკურენცია გაუწიოს სხვა
სწრაფი კვების ობიექტებს.
Wendy’s -ის გახსნასთან დაკავშირებით McDonald’s -ის პერსონალმა განაცხადა რომ:“ნებისმიერ ბრენდს ყავს თავისი მომხმარებელი და
რომ ამ ბედის გამოჩენა, მათ ხელს არ შეუშლის“.თუმცა ასევე განაცხადეს, რომ„რაც ნაკლები კვების ობიექტი გაიხსნება, მით
მეტი მომხმარებელი ეყოლება McDonald’s“.ეს უკანასკნელი ხომ
ის ბრენდია, რომელიც დღეში 28 მილიონ ადამიანს ემსახურება და
ბაზარზე ყოველთვის ინარჩუნებს თავის პოზიციას. ამ ბრენდის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ „ეს არის სწრაფი და გემრიელი ბრენდი, რომელიც ყოველთვის გვთავაზობს სიახლეებსა და განსხვავებულ პროდუქტს“.მომხმარბელთა ნაკლებობას არც McDonald’s უჩივის, თუცა აშკარაა, რომ ქართულ ბაზარზე გაჩნდა კონკურენცია, განსაკუთრებით ამ ორ ბრენდს შორის. თუმცა ორივე
სწრაფი კვების ობიექტია და აქედან გამომდინარე არსებითი განსხვავება ნაკლებად შეიძლება აღმოაჩინო, მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული ის თუ რომელ ბრენდს მიიჩნევს საუკეთესოდ. და რის მიხედვით-დიზაინის, ფასის, საკვების თუ
მომსახურების მიხედვით.


ექიმები ამბობენ:“McDonald’s სწრაფი სიკვდილია!“ისევე როგორც
სხვა კვებისობიექტები.



კლიენტები: „არსად არ მიგვეჩქარება!“



მიუხედავად იმისა რომ მომხმარებლებმა იციან ან სმენიათ მაინც, რომ არ არის სასარგებლო სწრაფი კვების ობიექტები, რომ მაგალითად big
mac ასუქებს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში და ნიკოტინისა არ იყოს, ცხენს კლავს, ამის მიუხედავად ბაზარზე მაინც
არის მოთხოვნილება სწრაფი კვების ობიექტებზე მთელ მსოფლიოში.
მაგალითად: საფრანგეთში, სადაც კულინარიული სამოთხეა, ჩინეთში, სადაც ძალიან ბევრია სწრაფი კვების ობიექტები, ამერიკაში, სადაც დაბალკალორიული საკვების კულტია გამეფებული და საქართველოში, სადაცნამდვილად არ გვაკლია ტრადიციული თუ არატრადიციული კერძები.

მოთხოვნილება პროპორციულია კონკურენციის, ეს იმას ნიშნავს
რომ სწრაფი კვების ობიექტები მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, მოთხოვნილება აღემატება ბაზარს.ამ მხრივ
საქართველოც არ არის გამონაკლის, McDonald’s -სა და Wendy’s -ს ყავს თავის მომხმარებელი და არც ერთი მათგანი არ დაკარგავს თავის ადგილს ბაზარზე.
მომხმარებელო, თქვენზეა დამოკიდებული, თუ რომელ ბრენდს მიანიჭებ უპირატესობას.


P.S. თქვენ რომელი გირჩევნიათ?





შორენა ქარცივაძე




1
289
3-ს მოსწონს
ავტორი:შორენა ქაცივაძე
შორენა ქაცივაძე
289
  
2014, 28 თებერვალი, 10:54
სტატია კარგი იყო. რაც შეეხება ჩემს აზრს, მაკდონალდსში მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ ბავშვები მთხოვენ ხოლმე. არადა რომ შევდივართ, კარტოფილის გარდა არაფერს ჭამენ. იკითხავთ, მაშინ რატომ უყვართ იქურობა. გიპასუხებთ: ჰეფი მილსში ამოსული სათამაშოსა და გასართობი ოთახის გამო. სულ ესაა. ვენდისში მენიუს მხრივ დიდი განსხვავება არ არის (შეიძლება ტკბილეულია მეტი სახეობის). აქედან გამომდინარე, იგივე ფასად მაკდონალდსში სათამაშოსაც იღებენ ბავშვები და გასართობ ოთახსაც, ვენდისში კი სათამაშო არ შეხვდებათ და არც გასართობი ოთახია მთლიანად უფასო. სულ ესაა. პირადად ჩემი რჩევა იქნება, ვენდისიც და მაკდონალდსიც ცოტა მოარგონ ქართულ გემოვნებას, რა მოხდება რომ ქართული "სწრაფი კვების" კერძებიც რომ შეიტანონ, ცოტა მაინც, მაგალითად ხაჭაპური, ლობიანი... მისცენ უბრალოდ რაღაც ორიგინალური ფორმა და გახადონ ბრენდი. ან კიდე პირიქით, ქართულმა კვების ობიექტებმა გადმოიღონ ეს საბავშვო მარკეტინგული "ხრიკები" და შესთავაზონ ბავშვებს ლამაზად შეფუთულ ხაჭაპურის და წვენის მენიუსთან ერთად პატარა სათამაშო, ერთი გასართობი ოთახი... და პირობას ვდებ, მაკდონალდს სულ არ გავეკარებით:))
0 1 1