x
image
ნანა სვანაძე
აჭრელებული მსოფლიო პრესა–მადრიდის რეალმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ვინ არის ლიდერი!

image26 თებერვალს გერმანიაში, სტუმრად ჩასულმა მადრიდის რეალმა, მასპინძლები არ დაინდო და საოცრად დიდი სხვაობით, 6-1 დიდებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრით რეალს გერმანული კლუბი "შალკე" შეხვდა, რომელიც საოცრად კარგ სეზონს ატარებს ქვეყნის ჩემპიონატში, გუნდს რვა თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს, თუმცა ის რაც მათ გუშინ მადრიდელებმა დამართეს ყოველგვარ საზღვრებს ცდება. ესპანური კლუბი რომ დღეს მსოფლიოში ლიდერია ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ეს კარგად ჩანს მათი თამაშით, თუმცა მაინც არავინ ელოდა გერმანული კლუბის ესე გათიშვას საკუთარ სტადიონზე, თუმცა არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი რომ ეს ყველა იმ ფეხბურთელის დამსახურებაა, რომელიც მადრიდის რეალის შემადგენლობაში თამაშობს. ბრწყინვალე კომბინაციები და მაქსიმალურად გამოყენებული ყველა კონტრშეტევა, სწორი ტაქტიკა და კლასი-ის რაც რეალში უხვადაა.რონალდუ, ბენზემა, ბეილი, კარში იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, მოდრიჩი ეს ის ძალა, რომელთა არაამქვეყნიურმა თამაშმა დღეს მსოფლიო პრესა ააჭრელა–"უკან ამორტყმული პანჩური" მსგავსი სათაურითაც კი სათაურდება გუშინდელი თამაშის შემაფასებელი სტატიები.

imageimage
L'Equipe: "მადრიდის რეალი" ნამდვილი საჩუქარია: "რონალდუ დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და გერმანული მხარე დააჩოქა. "თეთრები" გახდნენ პირველი კლუბი, რომელსაც გერმანიაში ერვოთასების ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში ექვსი გოლი აქვთ გატანილი. "წმინდა იკერმა" გადამწყვეტი როლი ითამაშა. "BBC" ბრწყინვალე ტრიო, ბრწყინვალე შეტევა, ბრწყინვალე კლუბი. ეხლა უკვე თავისუფლად შეუძლიათ მოემზადონ კვირის დერბისთვის "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ."

Bild: "პანჩური "მადრიდის რეალისგან": "შალკე" რომ იცოდე, ეს სირცხვილია. "პსჟ"-სთან "ლივერკუზენის" 0:4 ნარცხის შემდეგ, ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო. შევცდით! "შალკემ" გამანადგურებელი მარცხი იწვნია. "მადრიდის რეალმა" მიწაზე დააბრუნდა გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგაში ბოლო დროს სიტუაცია გამოისწორა. ბეილი-ბენზემა-რონალდუს ტრიომ კი წინა ხაზზე გლობალური ჯიჰადი მოუწყო მეტოქეს."

Olé: "ყველაფერი გადაწყვეტილია" : "2014 წელს დაუმარცხებელმა "მადრიდის რეალმა" დაძლია გერმანული უიღბლობა და გერმანელები მათსავე მოედანზე დააჩოქა. მათ "შალკე" კომფორტული ანგარიშით 6:1 დაამარცხეს და ფეხითა და ნახევრით უკვე მეოთხედფინალში არიან. ერთადერთი გოლი გერმანელების მხრიდან კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა."

BBC: "ბეილი, ბენზემა, რონალდუს დუბლებმა "მადრიდის რეალს" ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა. მეათე ევროპული ტიტულის ძიების გზაზე თავდასხმის წინა ხაზი ბრწყინვალე ტრიოს ქმნის. წინა ხაზი, რომელის საკმაოდ ბევრი ფულის გადახდითაა შექმნილი. "შალკე" ბუნდესლიგაში ბოლო დროს აღზევებას განიცდის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, როგორც ჩანს მადრიდული გიგანტისთვის. ზედიზედ 32 შეხვედრაში გატანილი გოლი "თეთრების" ანგარიშზე."

Mirror: "BBC2 ბეილი, ბენზემა და რონალდუმ ორჯერ დაარბიეს "შალე" და "მადრიდის რეალს" თავისი ადგილი მიუჩინეს მეოთხედფინალში."

El País: "დიდებული მადრიდი გერმანიაში": "გერმანული წყევლა და უიღბლობა "მადრიდის რეალმა" ბრწყინვალედ მსროლელი თოფებით გაანადგურა. ბენზემა, რონალდუ, ბეილი ეს იდეალური ტრიოა."

მსოფლიო სპორტი: "პირველი ინგლისური გოლი და 1/4-ფინალისტი “რეალი” : "თურქული კლუბისგან განსხვავებით, ნამდვილად უიმედო მდგომარეობაშია “შალკე”. გელზენკირხენელებმა, საკუთარ კედლებში, “რეალთან” 1:6 წააგეს და მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მხოლოდ ფორმალობაა."

imageimageimageimageimage



ეს ერთი გუნდია! ეს მადრიდის რეალია!

4
28
15-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
28
  
2014, 27 თებერვალი, 23:46
გიერთდებით:)
2014, 27 თებერვალი, 21:24
ჰალა მადრიდ!!!!
2014, 27 თებერვალი, 19:49
აბა რა:D:D:D
2014, 27 თებერვალი, 18:34
დროა ხალხმა იცოდეს ვინაა "მეფე" საფეხბურთო კლუბებში.
0 1 4