x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
სკანდალი: ვის და რატომ ემუქრება ნინი ბადურაშვილი სასამართლოთი: "რომ გიჩივლო მოგიგებ!"

imageმომღერალი ნინი ბადურაშვილი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობამ დაღალა, რის გამო სოციალური ქსელი "ფეისბუქიც" კი გააუქმა. საზოგადოების ინტერესი ნინისა და მისი პირადი ცხოვრების მიმართ არ ცხრება. სულ ცოტა ხნის წინ პრესის ფურცლებზე ნინი ბადურაშვილის გულშემატკივრის პოსტიც კი მოხვდა, რომელიც პრესამ ნინის მიაწერა. არც არავის გახსენებია, რომ რამდენიმე დღის წინ იგივე პოსტით ნინო ჩხეიძე იწონებდა თავს. შესაძლოა გაახსენდათ კიდეც და რეიტინგული სტატია დაენანათ, ან მომღერლები თანამოაზრეებად მიიჩნიეს.

"რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით…ან მაბარებდნენ
გადაეცი რომ ძალიან გვიყვარს და ასე შემდეგ და დღეს ყველა ჩუმად არის. ეს არის დრო? მე მცხვენია თქვენს მაგივრად. მე მიყვარს ვანო, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ნაციონალი, ამაზე არის ანდაზა- დრონი მეფობენ და არა მეფენი! ვანო მე მიყვარს ვანო! და კიდევ რა მინდოდა მეთქვა საზოგადოებისათვის! სანამ ვანო იყო სახლში მარტო არ მეშინოდა, ახლა კი სახლიც და სამსახურიც 100 მეტრში მაქვს და იქიდან წამოსვლის მეშინია! ასეა ეეს!"-წერდნენ ნინი ბადურაშვილის სოციალურ ქსელში, თუმცა ადრესატის დადგენა ვერ ხერხდება, ნინი კი ირწმუნება, რომ ეს მისი გვერდი არ არის და მეტიც, პოსტიც ავტორს სასამართლოთიც ემუქრება.

image

"2 თვე არ მქონდა ფეისბუქი იმიტომ, რომ მსგავსი შემოტევებისგან დავიღალე! ეს რომ ჩემი ნათქვამი არ არის უნდა გადაამაოწმოთ და ჩემი სახელით რომ ყველა მოხალისეა დარეგისტრირებული და რასაც უნდა იმას პოსტავს, ესეც უნდა გესმოდეთ! "backround" შენი "ფეიჯის" გაპიარებისთვის მსგავს არასწორ ინფორმაციებს არ უნდა დებდე, რადგან ამისთვის რომ გიჩივლო მოგიგებ!"-წერს ნინი ბადურაშვილი.


ეს ყველაფერი როდია, სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილს ფოტო გავრცელდა, რომელზეც მომღერლის თვითმკვლელობის იმიტაციაა ასახული. "რამდენს გაგახარებდით"-წერს ნინი. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ფოტო მომღერლისა და პრესის დამოკიდებულებას ასახავს.

image

3
519
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
519
  
2014, 26 თებერვალი, 22:58
როგორ ვერ ვიტან
0 1 3