x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების საზოგადოებრივ-გეოგრაფიული შეფასება
ნაშრომის კვლევის მიზანია: ახალი იდუსტრიული
ქვეყნების ეკონომიკის დარგების აღწერა და მათი
სამეურნეო შეფასება, ეკონომიკის განვითარების ზოგადი ტენდენციები და ამ ქვეყნების ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. თანამედროვე
აზიაში გამოჰყოფენ ოთხ აზიურ ვეფხვს: კორეის რესპუბლიკას, სინგაპურს, ჰონკონგსა და
ტაივანს. მათ ხშირად უწოდებენ “პირველი ტალღის“ ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს, “მეორე
ტალღის“ ქვეყნებს კი მიეკუთვნება: მალაიზია, ტაილანდი, ფილიპინები და მასთან მიახლოებულ
ინდონეზია. ჯერ კიდევ მე-20საუკუნეში ამ ქვეყნების როლი მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში
მესამე ხარისხოვანი იყო, მაგრამ შემდეგ მათ უფრო აქტიურად და თანმიმდევრულად დაიწყეს
“დაწევის პოლიტიკის” განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ერთგვარ ეტალონად
იქცა განვითარების იაპონური მოდელი. ამ ქვეყნების სწრაფი ნახტომისებური განვითარება
ნამდვილი ეკონომიკური საოცრებაა, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფილი იყო ერთობლივი შიდა
პროდუქტის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპებით. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ეშპ ერთ სულ მოსახლეზე.
ამავდროულად, მათ გაზარდეს ოთხეულის წილი მსოფლიო ექსპორტში, სადაც ის 10%-ს შეადგენდა
და იაპონიას უახლოვდებოდა.
გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრების ეკონომიკური შეფასება

მსოფლიოს ახალი ინდუსტრიული ქვეყნები: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონკონგი და ტაივანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებია, რომლებიც ინდოჩინეთის ნახევარ-კუნძულზე, მალაკის არქიპელაგსა და მიმდებარე კუნძულებზე არიან განთავსებული. მთლიანად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის
საერთო ფართობი 4, 5 მლნ კვადრატული კილომეტრია.
ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ამ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა წამოაყენეს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და თვისობრივი ძვრების ამოცანა, როგორც წარმოებისა და სოციალურ სფეროში, ისე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. გარდაქმნების ცენტრალური რგოლი გახდა ინდუსტრიალიზაცია, მაგრამ მისი განხორციელება გათვალისწინებული იყო არა ევროპისა და აზიის კლასიკური მოდელით, არამედ სტრ-ს ახალ მიღწევებზე დაყრდნობით.
ინდუსტრიალიზაცია აქ დაიწყო 1950წლიდან მსუბუქი საფეიქრო მრეწველობით.1960-70-იან წლებში აქცენტი გადაიტანეს მძიმე
მრეწველობის დარგებზე, უფრო მოგვიანებით კი პრიორიტეტი
მიენიჭა შედარებით უფრო შრომატევად და მეცნიერება ტევად წარმოებებს(ელექტრონიკა, ელექტროტექნიკა, ახალი ინდუსტრიული მასალები). მათ კურსი აიღეს, როგორც წარმოების დაჩქარებული ზრდისაკენ, ისე პირველ რიგში მაღალტექნოლოგიური დარგების შექმნისაკენ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ საგარეო ბაზარზე. ასეთი ბაზრებისათვის კი დამახასიათებელია შედარებით მაღალი
კაპიტალმოცულობა და დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე. ამასთან ერთდროულად იცვლებოდა ამ ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტებიც. ინდუსტრიალიზაციის საწყის ეტაპზე ორიენტაციას
ახდენდნენ ჩანაცვლების მოდელზე, კურსი იმპორტის შესაცვლელად მიმდინარეობდა საკუთარი ნაციონალური წარმოების დაცვით იმპორტული საქონლის კონკურენციისაგან. მეორე ეტაპზე მოხდა ეკონომიკის ექსპორტორიენტირებულ საქონელზე გადასვლა, როდესაც ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა დაიწყეს ჯერ რიგით ლითონზე, ზოგიერთი სახის მანქანებზე, შემდგომ კი უფრო მაღალი ტექნოლოგიური ნაწარმის წარმოება საგარეო ბაზრისათვის. სახელმწიფოს ზემოქმედებით ჩამოყალიბდა ეკონომიკის მსხვილი

სახელმწიფო სექტორი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტს, სამთო-მოპოვებით
მრეწველობას.

სოციალურ- ეკონომიკური მდებარეობა

ახალი ინდუსტრიული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი ამ ქვეყნების ხელსაყრელი ეკონომიკური მდებარეობა გახდა. პირველი ტალღის ოთხივე ქვეყანა მდებარეობს მნიშვნელოვან საზღვაო და საჰაერო გზების გადაკვეთაზე; კერძოდ; იდოეთსა და ჩინეთს, ჩინეთსა და იაპონიას, იაპონიასა და ავსტრალიას შორის და სხვა მიმართულებებზე აზია წყნარი ოკეანის რეგიონის ფარგლებში.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია მალაკის სრუტე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აკავშირებს ინდოეთის
ოკენესთან, ხოლო ინდოეთის ოკენის გავლით, სუეცის არხით, ევროპასთან. 850კილომეტრი სიგრძის სრუტე მალაიის ნახევარკუნძულსა და ინდონეზიის კუნძულ სუმატრას ჰყოფს ერთმანეთისგან. საზღვაო-სავაჭრო თვალსაზრისით სრუტე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ის აკავშირებს ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებს, ამავდროულად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩინეთის, ინდოეთის, ტაილანდის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ეკონომიკაში.

1.http://www.gtu.edu.ge/publishinghouse/books1/1%20-%20grigolia.pdf

2. ვ.პ.მაქსაკოვსკი- “მსოფლიოს გეოფრაფიოლი
სურათი- რეგიონული მიმოხილვა“

ეკონომიკური გავითარების ზოგადი ტენდენციები


როგორც უკვე აღვნიშნე, აზიის ამ სახელმწიფოთა როლი მსოფლიო პოლირტიკაში მეოცე საუკუნემდე მესამეხარისხოვანი იყო.
ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში ამ ქვეყნების მმართველმა ელიტებმა წამოაყენეს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისა და თვისობრივი ძვრების ამოცანა, როგორც წარმოებისა და სოციალურ სფეროში, ისე საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში. გარდაქმნების ცენტრალური რგოლი გახდა ინდუსტრიალიზაცია.მაგრამ მისი განხორციელება გათვალისწინებული იყო არა ევროპისა და აზიის კლასიკური მოდელით, არამედ სტრ-ს ახალ მიღწევებზე დაყრდნობით.
ინდუსტრიალიზაცია აქ დაიწყო 1950წლიდან მსუბუქი საფეიქრო მრეწველობით. 1960-70-იან წლებში აქცენტი გადაიტანეს მძიმე მრეწველობის დარგებზე, უფრო მოგვიანებით კი პრიორიტეტი
მიენიჭა შედარებით უფრო შრომატევად და მეცნიერება ტევად წარმოებებს(ელექტრონიკა, ელექტროტექნიკა, ახალი ინდუსტრიული მასალები). მათ კურსი აიღეს, როგორც წარმოების დაჩქარებული ზრდისაკენ, ისე პირველ რიგში მაღალტექნოლოგიური დარგების შექმნისაკენ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ საგარეო ბაზარზე. ასეთი ბაზრებისათვის კი დამახასიათებელია შედარებით მაღალი
კაპიტალმოცულობა და დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე. ამასთან ერთდროულად იცვლებოდა ამ ქვეყნის საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტებიც. ინდუსტრიალიზაციის საწყის ეტაპზე ორიენტაციას
ახდენდნენ ჩანაცვლების მოდელზე, კურსი იმპორტის შესაცვლელად მიმდინარეობდა საკუთარი ნაციონალური წარმოების დაცვით იმპორტული საქონლის კონკურენციისაგან. მეორე ეტაპზე მოხდა ეკონომიკის ექსპორტორიენტირებულ საქონელზე გადასვლა, როდესაც ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა დაიწყეს ჯერ რიგით ლითონზე, ზოგიერთი სახის მანქანებზე, შემდგომ კი უფრო მაღალი ტექნოლოგიური ნაწარმის წარმოებაზე საგარეო ბაზრისათვის.[6]


სახელმწიფოს ზემოქმედებით ჩამოყალიბდა ეკონომიკის მსხვილი
სახელმწიფო სექტორი, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ენერგეტიკას, ტრანსპორტს, სამთო-მოპოვებით მრეწველობას.[6]


ახალი ინდუსტრიული ქვეყნების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების ყოველმხრივი განვითარება, რამაც უზრუნველყო ამ ქვეყნის შეზრდა მსოფლიო ეკონომიკასთან და შრომის საერთაშორისო გეოგრაფიული დანაწილების სისტემასთან.
80-იანი წლების ბოლოს ახალი ინდუსტრიული ქვეყნების “პირველი“ ტალღის ოთხმა ქვეყანამ განვითარებადი სამყაროს მრეწველობის საერთო ექსპორტში 55% შეადგინა, ხოლო მანქანებისა და მოწყობილობების ექსპორტში 60%-ს გადააჭარბა.


დროთა განმავლობაში ამ ოთხი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა ელექტრონული მრეწველობა. 80-იან წლებში დაიწყო სტრუქტურის შეცვლა:

1. ეს იყო გადასვლა საყოფაცხოვრებოდან სამრეწველო ელექტრონიკაზე;
2. ელექტრონული აპარატურის აწყობიდან, რომელიც ორიენტირებული იყო ამერიკულ, ევროპულ და იაპონურ დეტალებზე, საკუთარ ინტეგრირებულ წარმოებაზე გადასვლა. მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მათ თავად დაიწყეს კომპიუტერის სათადარიგო ნაწილების წარმოება.

ამას ემატება ისიც, რომ ოთხეულის ქვეყნები ავტომობილების, ელექტრომოწყობილობების, საზღვაო გემების, დაზგებისზოგიერთი სახეობის შეიარაღების და სხვა ტექნიკურად რთული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გგადავიდნენ. მათ შეძლეს პოზიციების
გამაგრება ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის ბაზარზეც.თუმცა, ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც განავითარეს ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა. მათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს მეცნიერებატევად დარგებში, ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში, რობოტმშენებლობაში და სხვა.



1.http://www.gtu.edu.ge/publishinghouse/books1/1%20-%20grigolia.pdf

2. . ვ.პ.მაქსაკოვსკი- “მსოფლიოს გეოფრაფიოლი
სურათი- რეგიონული მიმოხილვა“

უცხოური ინვესტიციები და საინვესტიციო კლიმატი


ახალი ინდუსტრიული ქვეყნების ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგია იყო და კვლავ რჩება უცხოური კაპიტალის მაქსიმალური
მოზიდვა. ამ პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა თავისუფალმა ეკონომიკურმა ან საექსპორტო ზონებმა, რომელზედაც უცხოელი მეწარმეები სარგებლობდნენ ადმინისტრაციული და ფინანსური ხასიათის უპირატესობით.აქ მათთვის ინფრასტრუქ- ტურაზე შემცირებული ტარიფებია.

უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით ეს ქვეყნები ქმნიან საექსპორტო საწარმოო ზონებს, სადაც საგარეო ბაზარზე ორიენტირებული საქონელი იწარმოება. უმეტესად ისინი იქმნება ნავსადგურებთან და აეროპორტებთან ახლოს და იქ ყველა შესაძლო პირობაა შექმნილი სწრაფი და მაქსიმალურად იაფი წარმოებისთვის: შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, გაფიცვების აკრძალვა და სხვა.

1.http://www.gtu.edu.ge/publishinghouse/books1/1%20-%20grigolia.pdf

2.ვ.პ.მაქსაკოვსკი-
“მსოფლიოს გეოფრაფიოლი სურათი- რეგიონული მიმოხილვა“

ახლა შევეცდები მოკლედ განვიხილო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის “პირველი და მეორე ტალღის“ სახელმწიფოები.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ კორეა. ქვეყნის ფართობი 98, 500კვ.კმ-ია. [6]


ქვეყნის ბუნებრივ- რესურსული პოტენციალი და მისი სამეურნეო შეფასება


1945წლისათვის იაპონიის ოკუპაციიდან გათავისუფლებული
კორეა ჩამორჩენილი ქვეყანა იყო. ეშპ-ს სტრუქტურაში სოფლის მეურნეობაზე 40% მოდიოდა, ხოლო მრეწველობაზე 15%. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაუნათლებელი იყო.[6][7]
რადიკალური რეფორმების განხორციელებისას პირველ რიგში მოხდა უწიგნურობის ლიკვიდაცია. 60-იანი წლებიდან ყველა კორეელს შეეძლო წერა-კითხვა.[6]

1962წლიდან დაიწყო ეკონომიკური რეფორმა. პირველ და მეორე ხუთწლედებში ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მსუბუქ მრეწველობასა და მის მომიჯნავე დარგებში საექსპორტო წარმოების დარგებზე გამახვილდა.განვითარდა მძიმე მრეწველობა, ქიმიური, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია;განვითარდა ინფრასტრუქტურა, განხორციელდა მსხვილი პროექტები ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში.შეიქმნა მძიმე მანქანათმშენებლობა, რომელმაც შეითვისა სუპერტანკერების, შემდგომ კი უფრო მსხვილი გემების წარმოება. ფოლადის წარმოებით ქვეყანა იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
80-იან წლებში გეზი კვლავ შენარჩუნდა მძიმე მრეწველობის განვითარებაზე. ატომური ენერგეტიკის განვითარების
წყალობით გამაგრდა ქვეყნის ენერგეტიკული ბაზა. ნულიდან დაიწყო ავტომობილების წარმოება.[6][7]
თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო დინამიურად ვითარდებოდა ისეთი მაღალტექნოლოგიური დარგი, როგორიცაა ელექტრონიკა. თავიდან შავთეთრი, შემდეგ კი ფერადი ტელევიზორები, კომპიუტერები, მიკროსქემები, ვიდეომაგნიტოფონები, მიკროტალ-

ღოვანი ღუმელებისა და პერსონალური ელექტროგამომთვლელი

მანქანების წარმოება.[6][7]
ამ ყველაფერმა ქვეყანა მეურნეობის სტრუქტურის რადიკალურ შეცვლამდე მიიყვანა. მრეწველობის ყველაზე მსხვილი კვანძი სეულის აგლომერაციაში შეიქმნა. მის პროფილს აყალიბებსმანქანათ-მშენებლობა, შავი მეტალურგია, ნავთობგადამუშავება, სამხედრო მრეწველობა. ხოლო, მეორე მთავარ კვანძად იქცა ნავსადგური ჰუსანი გემთმშენებლობით, ავტომობილმშენებლობით და სანავსადგურო მრეწველობის რიგი დარგებით. ერთდროულად ვითარდებოდა სამრეწველო “კორიდორი“ სეული-ჰუსანი, რომელმაც გაიარა გზა მსუბუქი და კვების მრეწველობიდან თანამედროვე მეცნიერტევად მანქანათმშენებლობამდე.

მძიმე მრეწველობის განვითარებამ მინერალური რესურსებით ღარიბ ქვეყნებში, გამოიწვია იაპონიის მსგავსად ზღვისკენ გადაადგილება. ხოლო, 90-ინი წლების ბოლოდან დაიწყო მიკროელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის განვითარება[6]


კორეის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ხელშეკრულების დადების შემდეგ კორეა გახდა წყნარ-ოკეანურ რეგიონში
რუსეთის წამყვანი პარტნიორი. [7]

კორეის რესპუბლიკის ეკონომიკის სექტორები:

1.სოფლის მეურნეობა-2, 6%; 2.მრეწველობა-39, 2%; 3.მომსახურების
სფერო-58, 2%.

მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურა: 1. სოფლის მეურნეობა-6, 4%,
2.მრეწველობა-24, 4%; 3. მომსახურების სფერო-69, 4%.[7]

უმუშევრობის დონე-3, 4%. [7]

სასარგებლო წიაღისეული: ქვანახშირი, ვოლფრამი, გრაფიტი, მოლიბდენი, ტყვია;
ასევე ჰიდროელექტრორესურსები.

კორეა შევიდა რჩეული ქვეყნების კლუბში- ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრად.[3]

1 . http://en.wikipedia.org

2..ვ.პ.მაქსაკოვსკი- “მსოფლიოს გეოფრაფიოლი
სურათი- რეგიონული მიმოხილვა“

სინგაპური

სინგაპურის რესპუბლიკა არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
მდებარე ქალაქი- საეხლმწიფო, რომელიც შედგება კუნძულ სინგაპურისა და სხვა წვრილი კუნძულებისაგან.ქვეყანა მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ დაბლობისაგან ჯოხორის ვიწრო სრუტით არის გამოყოფილი. სინგაპური ესაზღვრება მალაიზიის შემადგენ- ლობაში მყოფ ჯოხორის სასულთნოს და ინდონეზიის შემადგენ- ლობაში მყოფ რიაუს კუნძულებს. ქვეყნის საერთო ფართობი 704კვ.კმ-ს.
სინგაპური ლიბერალურ-დემოკრატიული რესპუბლიკაა, საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც 84წევრისაგან შედგება და სახელმწიფოს მართავს პრეზიდენტი( Sellapan Rama NATHAN).


ქვეყნის ბუნებრივ რესურსული პოტენციალი და მისი სამეურნეო შეფასება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყყნის წინაშე უმწვავესი პრობლები დადგა, რომელთა გადაუჭრელობა აუცილებლად გამოიწვევდა უმუშევრობის დონის კიდევ უფრო ზრდას და შესაბამისად სოციალურ აფეთქებას. პრობლემას ართულებდა ისიც, რომ იმ დროს მსოფლიოში გავრცელებულმა, მაგრამ ძირეულად მცდარმა “იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ“ კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. მთავრობამ შეიმუშავა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც სინგაპურს მკვეთრად უნდა შეემცირებინა სავაჭრო ბარიერები, სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით ხელი უნდა შეეწყო ივესტიციების მოზიდვისათვის, მთავრობას მეტი გასაქანი უნდა მიეცა თავისუფალი ბაზრისათვის და იმავდროულად თავი უნდა შეეკავებინა დეფიციტური ხარჯვის პოლიტიკისაგან, საკუთრების უფლების დაცვა და კანონის უზენაესობა ქვეყნის მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. სინგაპურს მკაცრი პოლიტიკა უნდა გაეტარებინა დაბალი ინფლაციის უზრუნველსაყოფად და ამ კურსიდან არასდროს გადაეხვია. მართლაც, 1966წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიოდ გამოხატული, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული კურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ტრანსნაციონალური კორპორაციების მეშვეობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული. სინგაპურის ხელისუფლებამ გამოსცა ეკონომიკის სტიმულირების აქტი, რომლის ძალითაც 5დან 10-წლამდე ვადით მოგებისა და ქონების გადასახა- დებისაგან თავისუფლდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისეუცხოური მულტინაციონალური კომპანიები. ქვეყანაში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს არასოდეს შეჰპარვოდათ ეჭვი სინგაპურის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი ქონების დაცულობაში. განსაკუთ- რებით დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ უცხოელ ინვესტორს, რომელიც დიდ კაპიტალდაბანდებას განახორციელებდა. ქვეყნის განვითარებას ხელი შეუწყო ღია ეკონომიკამ. მათმა ღრმა შეზრდამ შრომის საერთაშორისო გეოგრაფიულ დანაწილებაში. აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების მიერ შეგროვილი სიმდიდრის რეალიზება ხდება ოქროს ვალუტის რეზერვებით და ინვესტიციის ფორმით საკუთარ ეკონომიკაში. სინგაპურის ეკონომიკა დამოკიდებულია ექსპორტსა და იმპორტირებული საქონლის გადამუშავებაზე, განსაკუთრებით წარმოებაში, რამაც 2005 წელს სინგაპურის მთლიანი შიდა პროდუქტის 26% შეადგინა. ის შეიცავს ელექტრონიკას, ნავთობის გადამუშავებას, ქიმიკატებს, მექანიკურ ინჟინერიას
და ბიოსამედიცინო მეცნიერებების სექტორებს. ეს ქვეყანა არის მსოფლიოს მეოთხე წამყვანი საფინანსო ცენტრი. სინგაპურს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული პორტი მსოფლიოში და ლონდონის, ნიუ-იორკისა და ტოკიოს შემდეგ არის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სავალუტო სავაჭრო ცენტრი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა სინგაპურის ეკონომიკაზეც იქონია, თუმცა მან, ისევე, როგორც დანარჩენმა ახალ ინდუსტრიულმა ქვეყნებმა, ამის დაძლევა მოახერხეს და ისინი
კვლავაც ვითარდებიან.
სინგაპურის ეკონომიკის შემადგენლობაში შეიძლება გამოიყოს დარგთა 3 ჯგუფი:
1.სანავსადგურო მრეწველობის დარგები. ისინი მჭიდრო კავშირში არიან საზღვაო ნავსადგურებთან და გასაკვირი არ არის, რომ სინგაპური გადაიქცა გემთმშენებლობისა და გემების რემონტის ერთ-ერთ მსხვილ ცენტრად.ნავსადგურებთან კავშირშია აგრეთვე ნავთობის გადამამუშავებელი მრეწველობაც, ბოლო დროს აქ ვითარდება ნავთობქიმიაც.
2.სინგაპურის მრეწველობაში მთავარი დარგები გახდა: ელექტრონიკა და ელექტროტექნიკა.70-იან წლებში ეს დარგები უმეტესად დეტალების აწყობის ხასიათს ატარებდა და ორიენტირებული იყო ნაკლებად კვალიფიციურ შრომით რესურსებზე. მაგრამ 80-იანი
წლებიდან დაიწყო საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტექნიკის წარმოება. სინგაპურის ელექტრონიკის ექსპორტის 80% შეადგენს საწარმოო დანიშნულების, ხოლო 20%-ს-საყოფაცხოვრებო ნივთები.

3.მსუბუქი მრეწველობის დარგები(უპირველეს ყოვლისა
საფეიქრო) რომლიდანაც დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, მაგრამ რადგან აშკარად იგრძნობა ტერიტორიული, ბუნებრივი და შრომითი რესურსების შეზღუდულობა ხდება ნაკლებეფექტური დარგების შემცირება.
სინგაპური უფრო მეტად უკავშირდება არა საწარმოო სფეროს ხვედრითი წილის ზრდას. როგორც ახალი ფინანსური ცენტრი, იგი დიდი ხანია მეტოქეობს ჰონკონგთან. სინგაპურის საფონდო ბირჟა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაგროვილი სიმდიდრის ცენტრია. გარდა ამისა, დაიწყო ქვეყნის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით:
სოფლის მეურნეობა-0%; მრეწველობა-26, 6%, მომსახურების
სფერო-73, 4%
რაც შეეხება შრომითი რესურსების განაწილებას:
სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 0, 1%-ია, მრეწველობაში-19, 6%, ხოლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომსახურების სფეროშია
დასაქმებული-80, 3%. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 2%(2011) და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 13ადგილზეა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სინგაპურს ექსპორტზე გააქვს: ელექტრონიკა და ელექტროტექნიკა, ფარმაცეფტული ნაწარმი, ქიმიკატები, ნავთი.მრეწველობის პროდუქტის ზრდის ტემპი 7, 6%-ია.
საექსპორტო პარტნიორები არიან: მალაიზია-12, 2%, ჰონგკონგი-11%, ჩინეთი-10, 4%, ინდონეზია 10, 4%, აშშ-5, 4%, იაპონია-4, 5%(2011)
შეიძლება გამოიყოს სინგაპურის ეკონომიკის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები:
ძლიერი მხარეებია: ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი, კონკურენტული გარემო, ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგებში წამყვანი ადგილები, მოსახლეობის განათლებულობა და დისციპლინირებულობა, კეთილდღეობის დიდად მზარდი დონე.
სუსტი მხარეებია: მალაიზიაზე დამოკიდებულება წყლის მიწოდებში, თითქმის მთელი საკვებისა და ენერგიის იმპორტი, ფართობის დეფიციტი.
გაეროს 2010 წლის ანგარიშის მიხედვით სინგაპურის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 50, 266 ამერიკულ დოლარს. მოყვანილი რიცხვი ადასტურებს, რომ სინგაპური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდება, თუ ამ მონაცემს შევადარებთ მისი
მეზობლების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

ჰონკონგი

ჰონკონგი სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.[8]
ჰონკონგი მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის
ქალაქი და მსოფლიო სავაჭრო და ფინანსური ცენტრია. ბრიტანეთის ყოფილიკოლოა ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციაში იმყოფება "ერთი
ქვეყანა, ორი სისტემა" პოლიტიკური შეთანხმებით და მას ამჟამად ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო ძლიერი ავტონომია აქვს. მაგალითად: ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებასა და მოლაპარაკების უფლებეს, საიმიგრაციო [4]
ჰონკონგი ზოგიერთი თვალსაზრისით სინგაპურს წააგავს. ისიც ასევე მსხვილი ნავსადგურია, როგორც ტვირთბრუნვით, ისე გემთბრუნვით. როგორც საკონტეინერო ნავსადგური, იგი მსოფლიოში
, ხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება. ქვეყანაში განვითარდა მძიმე და მსუბუქი მრეწველობის მრავალი დარგი, თუმცა ჰონკონგის სახე შრომის საერთაშორისო ტერიტორიულ დანაწილებაში ელექტრონიკასთან ერთად, საათების წარმოებითაც განისაზღვრება, ასევე საფეიქრო და სამკერვალო მრეწველობით. სინგაპურის მსგავსად, ჰონკონგიც მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ
ცენტრად იქცა და ტრანზიტული პუნკტის როლი შეიძინა. მის ტერიტორიაზე მდებარეობს
მსხვილი საერთაშორისო ტურისტული ბაზა, თუმცა სინგაპურის მსგავსად იცისიც განიცდის
ტერიტორიის სიმცირეს. [7]
ქვეყნის საერთო ექსპორტი შეადგენს 427, 9მლრდ-ს, ხოლო იმპორტი 482, 6მლრდ-ს.
ჰონკონგის სამეურნეო კომპლექსი სულ უფრო მჭიდროდაა გადაჯაჭვული ჩინეთის სამხრეთი პროვინციების ეონომიკასთან

ტ ა ი ვ ა ნ ი

ტაივანი ეს არის კუნძული მატერიკული ჩინეთის მახლობლად. სახელი ტაივანი ჩინურად “ტერასებიან ყურეს“ ნიშნავს. ქვეყნის ფართობია 35, 980კვ.კმ. დედაქალაქია ტაიბეი. [9]
ეკონომიკის დარგები:

1.სოფლის მეურნეობა-1, 3%;2.მრეწველობა-32%; 3.მომსახურების სფერო-66, 9%. რაც შეეხება შრომით რესურსებს:
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 5, 2%, მრეწველობაში-35, 9%,
მომსახურების სფეროში კი-58, 8%. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 4, 3%(2011წ) [3]
ტაივანშიც, ისევე, როგორც დანარჩენ პირველი ტალღის ქვეყნებში, მრეწველობის სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი ელექტრონიკას უკავია, გამოიყოფა აგრეთვე ნავთობქიმია, მანქანათმშენებლობა და ხელსაწაყოთმშენებლობა. ელექტრომანქანების წარმოებით კი ტაივანი უსწრებს სხვა სამ ვეფხვს. [3] ტაივანში შექმნილია აზიის ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებში
ყველაზე მსხვილი სამეცნიერო საწარმოო პარკი, რომელიც ტაიბეის მახლობლად მდებარეობს. აქვეა სამრეწველო ტექნოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, მიკროელექტრონიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. [9]
ექსპორტი შეადგენს 325, 1მლრდ დოლარს. საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი-28, 1%, ჰონკონგი-13, 8%, აშშ-11, 5%, იაპონია-6, 6%, სინგაპური -4, 4%(2010წ)[3]
ტაივანის მთელი ეკონომიკა მთლიანად ორიებტირებულია საგარეო ბაზარზე. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია საგარეო ინვესტიციების მოცულობითა და სავალუტო რეზერვით. [9]

“მეორე ტალღის“ ახალი ინდუსტრიული ქვეყნები
მალაიზია
მალაიზია მდებარეობს სამხრეთ აზიაში, მოიცავს 13შტატს და სამ ფედერარულ ტერიტორიას. 329, 825კვ.კმ ფართობი. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ქვეყანას ორ რეგიონად ჰყოფს: ნახევარკუნძულოვანი მალაიზია და მალაიზიის ბორნეო. დედაქალაქია- კუალა ლუმპური. მდებარეობს ეკვატორულ სარტყელში და ქვეყანას
მართავს არჩეული მონარქი.[10]
ეკონომიკის სექტრების მიხედვით: სოფლის მეურნეობა-12%, მრეწველობა-40%, მომსახურების სფერო-48%. დასაქმების
მიხედვით: სოფლის მეურნეობა-13%, მრეწველობა-36%, მომსახურების სფერო-51% (2011)[3] უმუშევრობა 3, 1%.[3]
მალაიზიას უკვე უწოდებენ “აზიის მეხუთე ვეფხვს’’. 60-იან წლებამდე ქვეყნის სპეციალიზაცია შემოისაზღვრებოდა კალის საბადოთა დამუშავებით, ნატურალური კაუჩუკისა და ტროპიკული
მერქნის გადამუშავებით. 60-70-იან წლებში დაემატა საფეიქრო, ელექტროტექნიკური, ნავთობგადამამუშავებელი, 80-იან წლებში კი
ელექტრონული, საავტომობილო, ნავთობქიმიური მრეწველობა. 90-იან წლებში განვითარდა გაზის მრეწველობაც. მალაიზია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ელექტრონლი ნაწარმის წარმოებით. [7]
ექსპორტი შეადგენს 212, 7მლრდ(2011). საექსპორტო პარტნიორები: სინგაპური-13, 4%, ჩინეთი-12, 6%, იაპონია-10, 6%, აშშ-9, 5%, ტაილანდი-5, 3%, ჰონკონგი-5, 1%. საზღვარგარეთის ინვესტიციები ქვეყნის შიგნით შეადგენს-82, 99მლრდ დოლარს. [3]

ტაილანდი
ტაილანდი სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მისი ფართობი 513, 115კვ.კმ-ია. მაღალი ტემპებით ვითარდება ტაილანდის ეკონომიკაც. თავისუფლმა სავაჭრო ზონამ ქვეყნის შიგნით ხელი შეუწყო 2000-2007წლებში ეკონომიკის 4%-ით ზედას. ეკონომიკის სექტორების მიხედვით: სოფლის მეურნეობა -13, 3%, მრეწველობა-34%, მომსახურების სფერო-52, 7%. (2011) დსაქმების სექტორის მიხედვით: 1. სოფლის მეურნეობა-40, 7%,
მრეწველობა-13, 2%, მომსახურების სფერო-46, %. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 0, 7%. ექსპორტი შეადგენს 244, 4მლრდ დოლარს.
საექსპორტო პროდუქციაა- ქსოვილები, ფეხსაცმელი, რეზინა, თევზის ნაწარმი და თევზეული, ძვირფასეულობა, კომპიუტერები და ავტომობილები. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ტაილანდი ბრინჯის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და მის დედაქალაქში ტარდება
პირველი ხნულის დღესასწაულის ცერემონიალი. ოქროს უღელში შებმულ ხარებს გაჰყავთ სამი ხნული, სადაც გოგოები ყრიან
ბრინჯის მარცვლებს. [3][7]
ექსპორტიორი პარტნიორები არიან: ჩინეთი-12%, იაპონია-10, 5%, აშშ-9, 6%, ჰონკონგი-7, 2%, მალაიზია-5, 2%, სინგაპური-5%, ინდონეზია-4, 4%. საზღვარგარეთის ინვესტიციები ქვეყნის შიგნით შეადგენს-119, 5მლრდ დოლარს.[3]
ტაილანდის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია ტურიზმი, რომლის განვითარებისათვის ქვეყანა უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს, რაც განპირობებულია მისი ხელსაყრელი მდებარეობით
ინდოჩინეთის ცენტრში და მალაკის ნახევარკუნძულზე. ფართო გასასვლელი ზღვაზე, ოქროს ქვიშა, მრავალფეროვანი რელიეფი, მსოფლიოში უმნდიდრესი ტყეები, პოპულარული საზღვაო კურორტები და მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ბანკოკში წარმატებით ერწყმის ერთმანეთს უძველესი კულტურა-ტრადიციები და ტექნიკური პროგრესი.
თანამედროვე ცათამბრჯენები ორიგინალურად მეზობლობენ ბუდისტურ ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებთან. ტაილანდში ყველა პირობაა ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისთვის.[11]

ფილიპინები

ფილიპენები არის სამხრეთ-ამოსავლეთ აზიის საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ფართობი-300ათასი კმ.კვ-ია. დედაქალაქია მანილა.
ეკონომიკის სექტორები: 1. სოფლის მეურნეობა-12, 3% 2.მრეწველობა-33, 3% 3.მომსახურების სფერო- 54, 4%.

დასაქმების სფეროს მიხედვით- 1.სოფლის მეურნეობა-33%, 2.მრეწველობა-15%, 3.მომსახურების სფერო-54, 4%. უმუშევრობა-7, 2%. ექსპორტი შეადგენს 54, 17მლრდ დოლარს. საექსპორტო პარტნიორები: ჩინეთი-19% სინგაპური-13, 2% აშშ-13, 4% იაპონია-12, 8% ჰონკონგი-7, 6% გერმანია-4, 2% სამხრეთი კორეა-4, 1%. [3]
ბუნებრივი რესურსებიდან ფილიპინებს აქვს: საშენი
ხე-ტყე, ნავთი, ნიკელი, კობალტი, ვერცხლი, ოქრო, სპილენძი. [12]
საექსპორტო ნედლეული: ტანსაცმელი, ელექტრონული მოწყობილობანი, ქოქოსის ზეთი და ხე ტყის მასალები. [12]

ინდონეზია

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მას ხშირად უწოდებენ “ათასი კუნძულის ქვეყანას“, იგი უდიდესი
კუნძულოვანი სახელმწიფოა.
ინდონეზია ეკონომიკის ზრდის ტემპებით მიუახლოვდა თავის მეზობლებს, ასეანის წევრებს და სულ უფრო უახლოვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს.
ეკონომიკის სექტორების მიხედვიით: სოფლის მეურნეობა-14, 9% ინდუსტრია-46% მომსახურების სფერო-39, 1%. დასაქმების
მიხედვით: 1. სოფლის მეურნეობა-38, 3%, მრეწველობა- 12, 8%, მომსახურების სფერო-48, 8%. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ინდონეზია მსფლიოში ცნობილია ბრინჯის წარმოებით. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მცენარეული პროდუქციის 70% ბრინჯზე მოდის,
განსაკუთრებით ეს ეხება კუნძულ-იავას. სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებია: კაკაო, ყავა, პალმის ზეთი და სხვა.[3]
რეგიონში გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია ინდონეზია, რომელმაც თავისი გაზის საფუძველზე შექმნა გაზკონდესატორი ქარხნები ბონტანგაში, კუნძულ კალიმანტანი აღმოსავლეთ სანაპიროზე და კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთით.
საგარეო ინვესტიციების რაოდენობა ქვეყნის შიგნით შეადგენს -105, 7მლრდ დოლარს. ექსპორტზე გააქვს ნავთობი და გაზი, ელექტროტექნიკა, ქსოვილები და რეზინი. ექსპორტიორი
პარტნიორები არიან- იაპონია- 16, 3%, ჩინეთი-10%, აშშ-9, 1%, სინგაპური-8, 7%, სამხრეთი კორეა-8%, ინდოეთი-3%, მალაიზია-5, 9%(2010).









0
746
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გოგატიშვილი
თინათინ გოგატიშვილი
746
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0