x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნუკა კვალიაშვილმა შვილის ფოტო გამოაჩინა
მომღერალ ეკა კვალიაშვილის შვილი, ნუკა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ტელეპროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან". მას შემდეგ ინტერესი ამ სასიამოვნო და უძლიერესი ხმის მქონე გოგონას მიმართ არ წყდება. შოუში იგი მონაწილეობდა ნუკა გვალაის სახელით. მაგრამ მამის უყურადღებობით განაწყენებული ნუკა დედის გვარზე გადავიდა. ნუკას მეუღლე image

ნიკუშა კობახიძეა.

პროექტში ყოფნის დროს ნუკასთვის ცნობილი გახდა, რომ ის ფეხმძიმედ იყო. და ახლა ის უკვე პატარა ბიჭის, ლუკას დედაა. ლუკა 3, 500 დაიბადა წონით და სიგრძით 51 სანტიმეტრი. მან ფიზიოლოგიურად იმშობიარა და მის მშობიარობას დედაც და მეუღლეც ესწრებოდნენ.

როგორც ეკა და ნუკა ამბობდნენ, ისინი ნათლობამდე პატარას ფოტოს გამოქვეყნებას არ აპირებდნენ, ეშინოდათ არ გაითვალოსო. მაგრამ ნუკას ეტყობა გულმა ვერ მოუთმინა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მაინც ატვირთა პატარა ლუკას სურათი.

ნუკა შვილს თვითონ ზრდის და გახარებულია იმით, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან სწრაფად ჩადგა ფორმაში


image

"ესე მალე თუ დავიკლებდი წონაში თავისით მართლა არ მეგონა, 65 კგ.-დან 10 დღეში 53-ზე ჩამოვედი... დავფეხმძიმდი 44კგ.-ი მართალია, მარა ესეთ მცირე დროში სგ. ჩემ ორგანიზმს...მეგონა დამჭირდებოდა სამომავლოდ დიეტები..."



ბედნიერ დედობას ვუსურვებთ ნუკას და ჯანმრთელობას მის პატარა ლუკას!imageimage

0
487
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0