x
ხერარდო მარტინო: ალბათ შეცვლები დავაგვიანე

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "სოსიედათან" (1:3) ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მარტინომ მისი გაძევების შესახებ არ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი სამწვრთნელო ადგილიდან არბიტრთან კამათის გამო გააძევეს.


"ვფიქრობ, მეტის გაკეთება და მოგება შეგვეძლო. შესაძლოა შეცვლები დავაგვიანე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მეგონა ლიონელ მესის გოლის შემდეგ როცა ანგარიში თანაბარი გახდა მეგონა კიდევ ერთ გოლს გავიტანდით და დავწინაურდებოდით.



რაც შეეხება ჩემს გაძევებას, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. წინ უნდა გავიხედოთ და სიტუაცია უკვე მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ". თქვა მარტინომ.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:გიო133400
გიო133400
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0