x
გენური ინჟინერია
გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გენების გამოყენებას გულისხმობს სხვადასხვა პროდუქციის მოსაყვანად. გენური ინჟინერია შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თანამედროვე მიღწევად, ასევე კაცობრიობისათვის დამღუპველ შედეგადაც, რადგან მას სერიოზული უარყოფითი მხარეები გააჩნია.

გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება 70-ანი წლებიდან განვითარდა. თავდაპირველად ის საცდელ პროდუქტებზე და ლაბორატორიებში კეთდებოდა მხოლოდ. ფართო საზოგადოებისათვის 1996 წლიდან გახდა ცნობილი და სწორედ ამ წლიდან დაიწყო გენური ინჟინერიით გამოყვანილი პროდუქციის გამოტანა ბაზარზე. ამავე წლიდან შემოვიდა საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვები.

გენური ინჟინერიის დროს, მეცნიერებს შეუძლიათ ერთი სახეობიდან მეორე, სრულიად არამონათესავე სახეობაში გადაიტანონ. გენეტიკური კოდის უნივერსალურობის გამო, გენი ერგება ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, იქნება ეს ცხოველი, მცენარე თუ მიკროორგანიზმი. მაგალითად, პომიდორში შესაძლებელია თევზის გენის გადაყვანა. ეს ხდება იმიტომ, რომ პომიდორი გახდეს უფრო ყინვაგამძლე. შესაბამისად, თევზის გენის პომიდორში გადატანით, გენი რომელიც პომიდორშია იწყებს ცილების გამომუშავებას და ხდება უფრო ყინვაგამძლე.

გენური ინჟინერია იძლევა იმის საშუალებას, რომ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარეულ იქნას. გენური ინჟინერია ისეთი დიდი პრობლემების მოგვარების საშუალებას იძლევა, როგორიცაა სურსათის გაზრდა, ენერგოშემცველების და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება. მოსახლეობის ინტენსიური ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნის მატებას. დედამიწაზე არსებული რესურსები კი არასაკმარისია მსოფლიო მოსახლეობის გამოსაკვებად. ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს ეს "უნიკალური" ხერხი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობის სასურსათო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მაგრამ, რა შედეგებს იწვევს საბოლოოდ, ამ მეთოდით გამოყვანილი პროდუქტების ხშირი მოხმარბა ეს სხვა საქმეა. გენური ინჟინერიით გამოყვანილი გენმოდიფიცირებული პროდუქცია სერიოზულ საფრღხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.


ხშირად გენეტიკური ინჟინერიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ისინი იმავე საქმეს აკეთებენ, რასაც ჩვეულებრივი სელექციონერები, უბრალოდ უფრო ზუსტად და სწრაფად. სინამდვილეში ეს ასე არ არის. შესაძლებელია სელექციის დროს მოხდეს გენების გადაცემა, მაგრამ, მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს შორის ან ძალიან მონათესავე ორგანიზმებს შორის და არა სხვადასხვა ორგანიზმებს შორის. მაგალითად სელექციის დროს შეიძლება ერთი სახეობი ბრინჯის გენი მოხდეს სხვა სახეობის ბრინჯის გენში. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ხდება თევზის გენის პომიდვრის გენში გადატანა, რასაც გენური ინჟინერია აკეთებს.

გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები გარეგნულად შესანიშნავად გამოიყურება. ამიტომ, თუ გვინდა ჯანსაღი ხილის გარჩევა გენმოდიფიცირებულისაგან, მის გარეგნობას უნდა შევხედოთ.

დღესდღეობით, მსოფლიოში სულ 30-მდე მცენარეზე არის ნებართვა გაცემული კომერციულ თესვაზე. გენური ინჟინერიის ტექნოლოგიით დღეს ოთხი სახეობის კულტურა მიიღება: სოიო, სიმინდი, ბამბა და კანოლა(თალგამის სახეობა). კვლევები ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მარცვლეულ, პარკოსან და ბოსტნეულ კულტურებზე, ხეხილზე, დეკორატიულ მცენარეებზე და ისეთ ხემცენარეებზეც როგორიცაა ფიჭვი, ევკალიპტი, ალვის ხე და სხვა.

გენმოდიფიცირებული საკვები მზადდება ძირითადად იმიტომ, რომ ის ადვილად ტრანსპორტირებადი იყოს და გაუძლოს სხვადასხვა ტემპერატურს. საკვების გარდა, გენური ინჟინერიის დახმარებით მზადდება სამკურნალო პრეპარატებიც.

გენმოდიფიცირებული საკვების ხშირი მოხმარება იწვევს სიმსუქნის პრობლემებს და ონკოლოგიურ დაავადებებს. საქართველოში გენური ინჟინერიის და გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. დღეს, საქართველოს ბაზრის 2/3 გენმოდიფიცირებულ პროდუქციას მოიცავს. აღსანიშნავია ის სამწუხარო ფაქტი, რომ ამგვარი პროდუქციის ჩვენს ბაზარზე შემოტანა დასაშვენბია და მასზე არანაირი კონტროლი არ ხდება. ამ დროის განმავლობაში იყო რამდენიმე მცდელობა, კონტროლის დაწესებასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ ჩაიარა.

ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებას და მისი გადაწყვეტა სასწრაფოდ მოსახდენია. აუცილებლად საჭიროა, საქართველოში რაც შეიძლება მალე შემუშავდეს პოლიტიკა და დაინერგოს კონტროლი ამგვარი პროდუქციის შემოტანასთან დაკვშირებით. image

0
1748
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
1748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0